მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს.
ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წირვას დღეს, 9:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. დღევანდელი დღე განსაკუთრებით აღინიშნება "თავკვეთულაში", სადაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაა. ტრადიციულად ამ დღეს აღნიშნულ ადგილზე მორწმუნეები სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან და მეუფეები წირვას ატარებენ.
წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს მეფე ჰეროდემ თავი მისი ძმისშვილის, სალომეას თხოვნის გამო მოკვეთა. სალომეას როკვით მოხიბლული ჰეროდე დაპირდა მას, ყველაფერს შეუსრულებდა, რასაც ითხოვდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მირთმევა მოითხოვა, რომელიც მას დედამ, ჰეროდიადამ ურჩია.
მეფე ჰეროდეს ცოლად მისი ძმის ცოლი ესვა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი მათ უზნეო ცხოვრების გამო ხშირად ამხელდა.
|