საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის C ჯგუფში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.
იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში მასპინძელთა გუნდს დამაჯერებელი ანგარიშით, 17 ქულის სხვაობით, 94:77 სძლიეს.
ლუქსემბურგთან მატჩის დარად, კვლავაც ჩინებულად გამოიყურებოდა ვიქტორ სანიკიძე, რომელმაც გუნდს 31 ქულა შესძინა. 20 ქულას დააგროვა ტაირონ ელისმა, ხოლო ზაზა ფაჩულიამ - 16.
ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში, შვედეთმა დრამატულ ბრძოლაში, სლოვაკეთს 1 ქულის სხვაობით (89:88) სძლია და საქართველოს ნაკრების მსგავსად 4 ქულა მოაგროვა, თუმცა, ბურთების უარესი სხვაობის გამო, მეორეზე აღმოჩნდა.
13 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სწორედ სლოვაკეთს დაუპირისპირდება, ხოლო წლეულს ბოლო შეხვედრას 17 სექტემბერს, ასევე სტუმრად, შვედეთთან გამართავს.
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის C ჯგუფის გათამაშების ცხრილი და კალენდარი ასე გამოიყურება.
6 სექტემბერი: შვედეთი – ირლანდია 82:63, ლუქსემბურგი – საქართველო 65:98 10 სექტემბერი: ირლანდია – საქართველო 77:94, სლოვაკეთი – შვედეთი 88:89
1. საქართველო 2 2 0 192:142 4 2. შვედეთი 2 2 0 171:151 4 3. ირლანდია 2 0 2 140:176 2 4. სლოვაკეთი 1 0 1 88:89 1 5. ლუქსემბურგი 2 0 1 65:98 1 დარჩენილი მატჩები: 13 სექტემბერი: სლოვაკეთი – საქართველო; ლუქსემბურგი – ირლანდია. 17 სექტემბერი: სლოვაკეთი – ლუქსემბურგი; შვედეთი – საქართველო. 20 სექტემბერი: ლუქსემბურგი – შვედეთი; ირლანდია – სლოვაკეთი.
|