კონფლიტის ზონებში ქართველი სამშვიდობოების სარდლის, გენერალ მამუკა ყურაშვილის დაპატიმრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ”პირველთან” საუბარში თავად ყურაშვილმა უარყო.
- ”ამ დრომდე მკურნალობის კურსს ვაგრძელებ, ჩემი დაკავების შესახებ გავრცელებული ხმები კი სრული სისულელეა” – განუცხადა ”პირველს” ყურაშვილმა, რომელსაც საომარი მოქმედებების დროს მიღებული დაზიანებები ჯერ კიდევ აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სამშვიდობოების სარდალი მამუკა ყურაშვილი ცხინვალის რეგიონში საქართველო-რუსეთის ომის დროს ხელში მძიმედ დაიჭრა.
ქართულ პრესაში კი უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ყურაშვილის სავარაუდო დაპატიმრების შესახებ.
|