პარასკები, 19.04.2024, 12:33
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 11 » სალომე ზურაბიშვილი: ”მე შევთავაზე ჩემი თავი ქვეყანას”
სალომე ზურაბიშვილი: ”მე შევთავაზე ჩემი თავი ქვეყანას”
14:33
თქვენ დადებითად შეაფასეთ პრეზიდენტ სარკოზისა და ევროპელების ორივე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ რუსები ჯარებს გაიყვანენ... მაგრამ მომავალში რა შესაძლებლობებს ხედავთ, რომ ევროპელებთან ერთად გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები  ტერიტორიების დასაბრუნებლად?

-აღნიშნული შეთანხმება  არა მხოლოდ დადებითად შევაფასე, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. მან აგვარიდა რუსეთის შემოჭრას თბლისში. ეს იყო ევროკავშირის ყველაზე დროული რეაგირება. რაც შეეხება მეორე შეთანხმებას, ესაა პირველი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის სწორად შესრულებისათვის დადებული შეთანხმება. აქაა დაწერილი თუ როგორ უნდა გავიდეს რუსეთის ჯარი 7 აგვისტოს შემდეგ დაპყრობილი ტერიტორიიდან. ახლა მთავარია ჩვენი მხრიდან პროვოკაციასა და გაღიზიანებას არ ჰქონდეს ადგილი, რაც რუსებს გადააფიქრებინებს გასვლას.  ყველაზე მნიშვნელოვანია შესრულდეს კალენდარი და შემოვიდეს ევროპის დამკვირვებლები ჩვენს ტრიტორიაზე და არა კონფლიქტურ რეგიონებში. იქ რამდენიმე ევროპელის შესვლა მაინც ვერაფერს შეცვლის. მთავარია დამკვირვებლებმა გაამაგრონ ომის შემდეგ დაცლილი ქართული სოფლები, რომ დევნილებმა შეძლონ დაბრუნება. ახლა დაწყებული მესამე ეტაპი, ესაა საერთაშორისო კონფერენცია. უკვე დაიწყო 15 ოქტომბრის შეხვედრის მომზადება. ახლა ჩვენი ინტერესია, რომ ეს კონფერენცია იყოს ხანგრძლივი და არ იყოს მხოლოდ ჩვენს კონფლიქტებზე, ის უნდა ეხებოდეს ევროპის სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საკითხებსაც. თუ ეს მარტო ჩვენ შეგვეხება , შეთანხმების მიღწევა რთული იქნება. ახლა უნდა ვეცადოთ,  კონფერენციაში ჩავრთოთ სტატუსის განხილვის საკთხი, რომელიც რატომღაც ამოღებული იყო სააკაშვილის მიერ პირველი დოკუმენტიდან. თუ ჩვენ ამ სტატუსის არ განვიხილავთ სიტუაცია ისევ დე ფაქტო დარჩება. ევროპა არ ეთანხმება , რომ ქვეყნის სუვერენიტეტი შეილახოს, ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრი დამცველი გვყავს. სანამ ევროპა შეშინებულია ამ პრინციპების დარღვევით  ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს სიტუაცია და დავსვათ სტატუსის საკითხი კონფერენციაზე. ეს ის პრობლემაა, რომელიც ხალიჩის ქვეშ არ უნდა დაიმალოს. ეს საკითხები ახლა წყდება, როცა ევროპასთან ერთად განიხილება მომავალ  შეხვედრაზე თუ რა  საკითხები უნდა შევიდეს. რუსები იმ განცხადებით რომ ზრდიან ჯარის რიცხვს, ამზადებენ ფონს. ვინც იცის თუ როგორ მზადდება საერთაშორისო კონფერენციები, ეცოდინება რომ წინარე პერიოდი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად კონფერენცია. ჩვენ შევდივართ გადამწყვეტ ფაზაში, მაგრამ მე როგორც ვატყობ, აქ მთავარი ყურადღება დონორების კონფერენციაზეა გადატანილი, რომელიც რეალურად არაფრის მომტანი არაა, გარდა ფულის, რომლის ძალიან მცირე ნაწილი მოხმარდება საქმეს, დანარჩენი კი კერძო ჯიბეებში წავა.

 

- თქვენ რუსეთის ჯარის რაოდენობის გაზრდის შესახებ საუბრობდით, რამდენად მნიშვნელოვანია ლავროვის განცხადება, რომ აფხაზეთში სამშვიდობოებს ჩაანაცვლებენ სამხედროები და შეაფერხებს თუ არა მოლაპარაკებებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინავლის აღიარება?

- ეს მოლაპარაკებები იმიტომ იწყება, რომ რუსეთმა აღიარა ჩვენი ტერიტორიები, რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მიერ სიტყვა სტატუსი ამოღებული ამ დოკუმენტიდან, რუსეთი ვერ აღიარებდა. პრეზიდენტის ეს  გადაწყვეტილება უცნაური იყო, და ჩვენს ინტერესებს არ ითვალისწინებდა. რუსეთი რას განაცხადებს აზრი არ აქვს, ის იმაგრებს საკუთარ პოზიციებს, მოლაპარაკებისათვის ემზადება , როგორც პროფესიონალი. ის ქმნის ფონს, რომ მომავალში რომ დასჭირდეს რაიმე დასათმობი ჰქონდეს. თუ დასჭირდა, მას ურჩევნია გაიყვანოს ჩვენი ტერიტორიიდან 5000  სამხედრო ვიდრე 2. ეს მისი ინტერესებისათვის არის სასარგებლო.

 

- ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ ტერიტორიების ძალით დაბრუნება შევძლოთ, მაგრამ ცეცხლის გამოუყენებლობაზე ვალდებულების აღება სამართლებრივად ხომ არ ზღუდავს საქართველოს სუვერენიტეტს?

- მართალია თეორიულად ამის უფლება გაქვს შენი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგრამ იურიდიულად არაფერი არ ილახება, იმიტომ რომ ამგვარ პასუხისმგებლობას იღებს გაეროს წევრი ყველა სახელმწიფო. ცეხლის გამოუყენელობაზე ჩვენ ხელი ადრევე უნდა მოგვეწერა, ეს ნდობის ამაღლებას შეუწყობდა ხელს. სჯობდა ეს დაგვეთმო გუშინ აფხაზებთან, ვიდრე დღეს რუსეთთან.

  

-ევროპის მზარდი მხარდაჭერა რა შედეგებს მოუტანს საქართველოს ეკონომიკასა და დემოკრატიას და არსებობს თუ არა რეალური შანსი ვიზებისა და ვაჭრობის გამარტივების ევროკავშირთან ან დეკემბერში MAP-ს მიღების?

-მე არ ვიცი მივიღებთ თუ არა MAP-ს და ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დღეს მთავარია იარსებებს თუ არა საქართველო, ხვალ რომელი ორგანიზაციის წევრი იქნება ეს მეორე საკითხია. ასეთი ვითარების ფონზე მესამე ძალის შემოსვლა არევს სიტუაციას. მესამე ძალა არეული ძალაა. ახლა ევროპასთან ერთად წყდება ხვალ იქნება საქართველო სახელმწიფო თუ იქნება აფრიკის  რომელიმე ქვეყანა. მთელს ამ ტრაგედიაში მოხდა ერთი დადებითი ნაბიჯი, ევროკავშირის შემოსვლა, რომელიც მართალია დროული არ იყო, მაგრამ ევროკავშირი NATO-საგან განსხვავებით არაა სამხედრო ორგანიზაცია და მას სხვა ღირებულებები აქვს. ევროპასა და რუსეთს აქვს ისეთის წინაისტორია, რომ შეიძლება შეძლონ შეთანხმება. ევროკავშირის შემოსვლა არის ის რასაც უნდა ჩამოვეკიდოთ და ხელი არ გავუშვათ. რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, დღეს ამაზე საუბარი არაა. ჩვენ ახლა არავინ არა ვართ და არსად არ ვართ. დემოკრატიულები  რომ არ ვართ, ესეც ყველამ იცის. ჩვენ არა ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა რუსეთის გასვლამდე და ევროკავშირის შემოსვლამდე. ჯერ ეს ეტაპი უნდა გადავლახოთ და მერე ვილაპარაკოთ, როგორ განვითარდეთ.

  

- რუსეთმა აღიარა ჩვენი ტერიტორიები, გაწყვეტილია მათთან დიპლომატიური ურთიერთობა, ამ ფონზე, როგორ ხედავთ რუსეთთან ჩვენ შემდგომ ურთიერთობას?

- ეს ისეთი სასაცილოა. ეტყობა დიპლომატიის ისტორია არავის აქვს წაკითხული. ისტორიაში მაგალითი არაა, როცა ქვეყანა მეორე ქვეყანასთან ომში იმყოფება. ომი რჩება და ორი კვირის შემდეგ წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას. ეს რაღაცა ახალი გამოვიგონეთ დიპლომატიის ისტორიაში. ახლა მთავარია იმ საერთაშორისო კონფერენციაზე რაღაცნაირად მეტ-ნაკლებად შევძლოთ ჩვენს სასარგებლოდ წავიყვანით სიტუაცია და შემდეგ ევროკავშირის დახმარებით მოხდება რუსეთთან  ურთიერთობის აღდგენა. თუ ვერ დავიცავთ ჩვენს პოზიციას, მაშინ ჩვენს გარეშე ევროკავშირი, ამერიკა ან რუსეთი გადაწყვეტს ჩვენ ბედს.

  

- თქვენ ყოველთვის მომხრე იყავით რუსეთთან მოლაპარაკებისა და ურთიერთობის ნორმალიზების.როგორ გგონიათ  ამის სურვილი დღევანდელ ხელისუფლებას, ან თუნდაც საზოგადოებას გააჩნია? საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ პუტინმა თქვენ ობიექტური პოლიტიკოსი გიწოდათ...

- ახლა არ დგას კითხვა გვინდა თუ არა რუსეთთან ურთიერთობა, ამის საშუალებას რუსეთი არც გვაძლევს. გამორიცხულია, რომ ახლა ჩვენ შევძლოთ რუსეთთან ურთიერთობის დაწყება. ეს შეხვედრები დაიწყება ჟენევაში, სადაც მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთიც იჯდება. რაც შეეხება პუტინს, ეს მისი საქმეა ვის როგორ უყურებს...

  

- თუ კი მზად ხართ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, რატომ არ მოაწერეთ ხელი ქარტიას? და იზიარებთ თუ არა დავით გამყრელიძის ინიციატივას ვადამდელი საპრეზიდენეტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით?

-არა, არა ! მე რომელიმე ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის კი არ ვარ მზად, მე შევთავაზე ჩემი თავი ქვეყანას, პატარა განსხვავებაა და ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ გაარჩია ქვეყანა, სახელმწიფო და ხელისუფლება. პოლიტიკურ პარტიებზე კომენტარს არ გავაკეთებ. დღეს როცა ქვეყნის გადარჩენაზე ვლაპარაკობთ, არ შეიძლება იყოს ამ ტიპის პოლიტიკური ცხოვრება. გაყინულია პარლამენტი, გაყინულია მთავრობა, ჩემი აზრით, გაყინულია პოლიტიკური პარტიები. დღეს არაა საუბარი თუ ვინაა ოპოზიცია, ვინაა ხელისუფება, ვინაა საზოგადოება და ვინაა ეკლესია. ახლა ყველამ თავისი ადგილიდან , თავის რესურსითა და შესაძლებლობით უნდა თქვას თუ რა შეუძლია ქვეყნისათვის. მე დაახლოებით ვიცი, რაც შემიძლია. მე დღეს არაფერს არ შევაფასებ კონკრეტულად. დღეს სხვა ჭრილში ვართ და ნებისმიერი კომენტარისაგან თავს შევიკავებ.

  

- ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ოპოზიცია ცდილობს დარტყმა მიაყენოს საზოგადოების ერთიანობას.  ავიღოთ იგივე ცოტნე გამსახურდიას ჩამოსვლა, ერთიანობის მითი დაირღვევა თუ ხელისუფლება უარს იტყვის ოპოზიციის მანდატებზე. . .?

-  რა ოპოზიცია, რა არჩევნები, რა მანდატები, რა ერთიანობა, ქვეყენა არ არსებობს. ცოტნე ჩამოყვანილია ხელისუფლების მხრიდან და სამწუხაროდ დაპატიმრებული. ეს ძალიან უდროო ქმედება იყო. მე არ მგონია, რომ დღეს ისედაც დასუსტებულ საზოგადოებას დაჭერები  და ვიღაცეების დევნა სჭირდებოდეს. დღეს ძალიან რთულ ვითარებაში ვართ და ყველაფერი ის, რაც გადახრის ამ სიტუაციას სხვა რამისაკენ დამღუპველია. ეს იქნება ვინმეს დაჭერა, რაიმე არჩვენები, თუ რუსეთის რაღაც მანქანების ძებმა ქვეყნის შიგნით. რუსეთი ყველგანაა, რუსის ჯარი დგას ყველგან, შემოსულია რუსული კაპიტალი და არ გვინდა რომ ამაზე წარმოდგენა გვქონდეს. ვითომ ყველაფერი კარგადაა, არა და მაშინ შეიძლება ამოვისუნთქოთ თუ რუსები გავლენ და მერე დავიწყოთ ფიქრი, კონფლიქტის ზონებზე და იმაზე რომ კონფლიქტურ ზონაში ჩვენი ხელით შევიყვანეთ კოდორისა და ლიახვის ხეობა.

  

- და ბოლოს როგორი იქნება  სალომე ზურაბიშვილის რეაქცია, თუ ის ხელისუფლებამ არ ჩართო მოლაპარაკების პროცესში?

- მე დღეს ვდგავარ, სადაც ვდგავარ და ვიცი, რისი გაკეთებაც შემიძლია. მე ვწუხვარ რომ უკვე დაწყებულია მოლაპარაკების პროცესი და ჩვენ არ ვართ იქ წარმოდგენილი, როგორც საჭიროა. მე დღეს კითხვა დავუსვი ქვეყნის სათავეში მყოფ ადამიანს, რომ თუ იცის ვინმე ვინც დღეს უფრო ეფექტურად დაიცავს ჩვენს ინტერესებს საერთაშორისო ასპარაზზე, ვიდრე მე?! თუ იცის, მაშ დაასახელოს, თუ არ იცის და დაინტერესებულია იმით, რომ საქართველოს ინტერესები დაცული იყოს, მაშინ უნდა მომმართოს მე და მე მზად ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  უნდა დავსვა კითხვა, თუ რამდენადაა ხელისუფლება დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოს ინტერესები საჭიროებისამებრ იყოს დაცული. მე ქვეყანას შევთავაზე ჩემი თავი, მეტი დღეს არაფერი შემიძლია.

Просмотров: 816 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz