თუ საქართველოს ახლა ნატო-ში მიიღებენ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ალიანსი აგრესორს დაუჭერს მხარს.
ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პოლონური ტელევიიზისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და მისი სპეციალისტები - დენიელ ფრიდი და მეთიუ ბრაიზა აცხადებდნენ - ასი პროცენტით დარწმუნებულები არიან, რომ თუ საქართველომ კონფლიქტების დასარეგულირებლად ძალა გამოიყენა, მაშინ იგი ნატო-ში თავისი გაწევრიანების პერსპექტივას საერთოდ გადახაზავს.
“მე გამოვდივარ იქედან, რომ პოლიტიკოსებმა საკუთარ სიტყვებზე პასუხი უნდა აგონ”, - აღნიშნა რუსმა მინისტრმა.
“ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ნატო-სთან პარტნიორობით, მაგრამ არ გვსურს პარტნიორობის ილუზია. თუ ნატო-სთან რუსეთის პარტნიორობა ბრიუსლეში განიხილება, როგორც ანტირუსული ქმედებების შირმა, თანაც არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენს ასეთი პარტნიორტობა არ გვჭირდება”, - განაცხადა ლავროვმა.
|