ხუთშაბათი, 28.03.2024, 16:46
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 11 » მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს
14:32
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი წირვას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით აღინიშნება ”თავკვეთულაში”, სადაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაა.

ტრადიციულად ამ დღეს აღნიშნულ ადგილზე მორწმუნეები სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან და მეუფეები წირვას ატარებენ.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემელს მეფე ჰეროდემ თავი მისი ძმისშვილის, სალომეას თხოვნის გამო მოკვეთა.

სალომეას როკვით მოხიბლული ჰეროდე დაპირდა მას, ყველაფერს შეუსრულებდა, რასაც ითხოვდა.

სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის მირთმევა მოითხოვა, რომელიც მას დედამ, ჰეროდიადამ ურჩია.

მეფე ჰეროდეს ცოლად მისი ძმის ცოლი ესვა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი მათ უზნეო ცხოვრების გამო ხშირად ამხელდა.

Просмотров: 789 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz