მოსკოვი თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის სტუმრობის დროს ქართული მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
როგორც ნატოში რუსეთის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, 15-16 სექტემბერს, თბილისში ნატოს დელეგაციის სტუმრობისას ქართული მხარე რუსეთის აგრესიის დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას შეეცადოს.
ჩვენ არ გამოვრციხავთ, რომ ნატოს დელეგაციის სტუმრობის დროს თავად ქართული მხარე ეცდება, მოიპოვოს რუსული აგრესიის შესახებ დამატებითი მტკიცებულებები, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო პროვოკაციები, რის შესახებაც მე ჩემი კოლეგები პირდაპირ გავაფრთხილე, - განაცხადა როგოზინმა.
მისივე თქმით, ეს პროვოკაციები შესაძლოა, იყოს მიმართული როგორც რუსი სამშვიდობოების, ასევე ნატოს დელეგაციის წევრების წინააღმდეგ, იმისთვის, რომ ახალი ვითარების ესკალაციის დანაშაული რუსულ მხარეს.
|