ოთხშაბათი, 26.02.2020, 23:29
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 345
Главная » 2008 » სექტემბერი » 11 » სააკაშვილი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნით თუ გადაირჩენს თავს
სააკაშვილი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნით თუ გადაირჩენს თავს
14:31
ქვეყანაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა და ხელისუფლების კრიტიკა შეწყვიტა. ამ დღეებში ”ახლების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ დუმილი დაარღვია და ხელისუფლებას აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების გამო კრიტიკა არ დააკლო. გამყრელიძე და სხვა ოპოზიციური პარტიები, ცხადია, არასაპარლამენტო სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. საფიქრებელია, რომ რაც დრო გავა, ოპოზიციის მხრიდან ეს კამპანია კიდევ უფრო გამძაფრდება. ამ საკითხებზე ”პრესა.გე” ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

პოლიტიკური პარტიების მიმართ როგორია დღეს საზოგადოების დაკვეთა და რამდენად ასრულებს ოპოზიცია მის მოთხოვნებს?
- საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ხვდება, რა დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ, არ ითხოვს, რომ ოპოზიცია ჩუმად იყოს. ვფიქრობ, რომ ეს დუმილი გარე საფრთხის გამო თავად ოპოზიციის მაღალი პასუხისმგებლობითაა გამოწვეული. რაც შეეხება იმას, გამყრელიძემ დაარღვია თუ არა მორატორიუმი, ამაზე ერთი პასუხია, მორატორიუმი პირველმა ხელისუფლებამ დაარღვია. ხელისუფლებამ გახსნა შიდა პოლიტიკური სეზონი, როცა არჩევნები დანიშნა. ამით თქვა, რომ გარე საფრთხე აღარ არის იმდენად, რომ შეგვიძლია, ჩავატაროთ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები და თბილისის ორ რაიონში პარლამენტის გამოკლებული დეპუტატების ადგილმონაცვლეების არჩევნები.

აქედან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია იმ კითხვების დასმა, რაც უნდა დაისვას. ხელისუფლებამ რაც არ უნდა გადაავადოს მის მიმართ არსებული კითხვების გაჟღერება, რა თქმა უნდა, მაინც დაისმება. შეიძლება ინფორმაცია არ გაიცეს, მაგრამ კითხვის დასმის გამო ადამიანი სირცხვილის ბოძზე გააკრა, ეს მხოლოდ ქართული პოლიტიკის აბსურდია. არა მგონია, ასეთი რამ სხვაგან ხდებოდეს.

შექმნილ ვითარებაში ოპოზიციას რა შანსი აქვს, რომ წარმოჩნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს?
- დღეს პრობლემა არა მხოლოდ ხელისუფლებას, მთელ პოლიტიკურ სპექტრს აქვს. ხელისუფლება უმძიმეს შეცდომებს უშვებს და ამას ყველა ხედავს. ფაქტობრივად, ბოლოს განვითარებული დრამატული მოვლენები ნებისმიერი ხელისუფლების სასახლეში ბოლო ლურსმანს ჩააჭედებდა. თუმცა, ჩვენ ოპოზიციაშიც გარკვეული პრობლემები გვაქვს. რთული ვითარებაა მედიაშიც. ვხედავთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია ძირითად ელექტრონულ მედია-საშუალებებში, პრაქტიკულად, აკრძალულია. ტელევიზიები ე.წ. საომარ რეჟიმში, ანუ პროპაგანდის რეჟიმში მუშაობენ და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ნორმალური პოლიტიკური პროცესების წარმართვა.

ანუ, ოპოზიციას საზოგადოებისათვის საკუთარი აზრის მოწოდება გაუჭირდება და ეს ხელისუფლებას კარგად წაადგება?
- ხელისუფლების მიერ იმდენად ფატალური შეცდომები იქნა დაშვებული, ვფიქრობ, გარდაუვალია მაინც საკმაოდ მწვავე შიდა პოლიტიკური პროცესების დაწყება. საერთოდ, გონიერი ხელისუფლება საზოგადოებას ორთქლის გამოშვების საშუალებას მისცემდა და არ დაიწყებდა პროცესების არასასურველი მეთოდებით შეკავებას.

სააკაშვილის ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა რომ ჰქონოდა, კარგი იქნებოდა, ბოდიშს თუ მოუხდიდა საკუთარ საზოგადოებას იმ დრამატული მოვლენების გამო, რაც ქვეყანაში განვითარდა. მაგრამ ჩვენი ხელისუფლების სტილი დაცულია, ის ზუსტად იგივეს აგრძელებს. რაც ამ ერთ თვეში მოხდა, მათ ეტყობა, თამაშად მიაჩნიათ და გონიათ, რომ ვინმეს ეს როდესმე დაავიწყდება. ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი მიჩქმალონ, მიაფუჩეჩონ და თითქოს არაფერი მომხდარა, ისე წარმოადგინონ.

ამ ბოლო დროს ოპოზიციის მოთხოვნებში სულ უფრო ხშირად გაისმის, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. როგორ ფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაში ვინ მოვა?
- ამ ქვეყანაში მესიანიზმი უნდა დამთავრდეს. ჩვენი საზოგადოების პრობლემა ის არის, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად ერთ ლიდერს გვინდა ჩამოვკიდოთ. ჩემი აზრით, ამ მხრივ არც ერთმა ლიდერმა არ გაამართლა და არანაირი გარანტია არ არის, რომ შემდეგი რამით უკეთესი იქნება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ქვეყანა კოლექტიური მართველობის ფორმაზე უნდა გადავიდეს.

როდესაც მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იქნება ხელისუფლება, ანუ კოლექტიური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და ექსცენტრული, დაუფიქრებელი, გაუაზრებელი, ბავშვური გადაწყვეტილებების რისკი მინიმუმამდე იქნება შემცირებული. აქცენტი პიროვნებაზე კი არ უნდა გვქონდეს და მუდმივი ქართული კითხვა კი არ უნდა დავსვათ, ეს თუ არა, მაშინ ვინ? მთლიანად უნდა შევცვალოთ მმართველობის სისტემა და საპარლამენტო მოდელზე გადავიდეთ. როგორც ჩანს, ჩვენ ქვეყანას განვითარების სხვა შანსი არა აქვს.

რომელ პოლიტიკური ძალებს აქვთ პოლიტიკური რესურსი და ხალხის მხარდაჭერა, რომ თუნდაც კოალიციურ მმართველობაში მოვიდეს?
- ასეთები არიან ”ახალი მემარჯვენეები”, ”რესპუბლიკელები”, შეიძლება ”კონსერვატორებიც”, თუმცა, არ ვიცი, ამ უკანასკნელს პარტიული სტრუქტურა როგორი აქვთ აწყობილი. მართალია, ”ახლებიც” იმდენად ძლიერები არ არიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინტელექტუალურად და გარკვეული პოლიტიკური გამოცდილებით რაღაც სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

არ უნდა ვისაუბროთ ”ქართულ დასზე”, ”ჩვენ თვითონ” და სხვა ერთკაციან პარტიებზე, რომლებიც დღესაც რაღაც მემონადუმებზე ამაყი სახით აწერენ ხელს. ეს პარტიები ხომ არ არსებობს. ჯონდი ბაღათურიას პარტიაში მეორე ადამიანი არის თუ არა, არავინ იცის. ერთკაციან პარტიას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ პოლიტიკურ სტრუქტურას. გარკვეული შანსი აქვს თავად ”ნაციონალურ მოძრაობასაც”. ის პარტია არის თუ არა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რაღაც ორგანიზაცია არის. თუ სახელმწიფოებრივად გვინდა ვიაზროვნოთ და ამ ქვეყანას პრესპექტივა ჰქონდეს, ხელისუფლებაში კოლექტიური პასუხისმგებლობის ელემენტი უნდა გაჩნდეს, რათა დაბალანსებული იყოს ყველა გადაწყვეტილება.

ფიქრობთ, რომ საქართველოში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება იოლად მიიღწევა?
- ეს გარდაუვალია, რადგან უკვე აბსურდამდე მივიდა ყველაფერი. დღეს ქართულ საზოგადოებას ვასწავლით დამარცხების ზეიმს. არ ვიცი, არსებობს თუ არა მსოფლიოში საზოგადოება, რომელსაც შეუძლია, დამარცხება იზეიმოს. ჩვენ 12 აგვისტოს და პირველ სექტემბერს ვიხილეთ დამარცხების ზეიმი. 12 აგვისტო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე იყო და ზეზღურბლოვან გაღიზიანებას იწვევდა, როდესაც ადამიანებს გორთან ხოცავდნენ და ამის პარალელურად რუსთაველის პროსპექტზე ვიღაცეებს ტაშფანდური ჰქონდათ გარმართული. ეს ბიბლიურ წარღვნას გჰავდა. ვფიქრობ, ჰოპნოზის ქვეშ მყოფი საზოგადოებაც მალე გამოერკვევა.

უბრალოდ, ერთ რამეს ვისურვებდი, რომ ზედმეტი გართულებების გარეშე, ანუ ცივილიზებული პოლიტიკური პროცესით მომხდარიყოს სერიოზული სისტემური ცვლილებები. თუ ცივილიზებული სახით ეს უახლოეს პერიოდში არ მოხდება, მაშინ ეს მოხდება არაცივილიზებული გზით და ამას გააკეთებენ საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები. ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ თვითონ დროზე მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.

ელოდებით, რომ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს?
- ეს გარდაუვალია. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ უნდა ველოდოთ ძალიან სერიოზულ მეორე სერის, რაც უკვე იყო.

შეიძლება სააკაშვილი გადადგეს კიდეც, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება კვლავ აირჩიონ. მით უფრო, რომ აფხაზეთის ომის წაგების შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტად აირჩია.
- ესეც იყო. მაშინაც გვახსოვს, რომ წაგებული ომის შემდეგ ხალხმა შევარდნაძეს დაუჩოქა. ამაზრზენი სცენა იყო. ირინა სარიშვილის ინიციატივით ხალხმა დაუჩოქა ადამიანს, რომელმაც წააგო ომი, დაკარგა ტერიტორიები. ამის მერე პრეზიდენტად აირჩია. თუმცა, შევარდნაძე პოლიტიკური მოთამაშე იყო. ის საზოგადოებას საშუალებას აძლევდა, რომ ორთქლი გამოეშვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შევარდნაძის დროს არსებობდა ”რუსთავი 2” და სხვა მედია-საშუალებები, რომლებიც ფაქტობრივად, რევოლუციის თანამონაწილენი გახდნენ. დღეს ხომ ასეთი აღარ არის. დღეს ყველა ძირითადი ელექტრონული მედია პროპაგანდის რეჟიმში მუშაობს.

და ეს დამღუპველი იქნება სააკაშვილის ხელისუფლებისთვის?
- ეს დღევანდელი ხელისუფლების უდიდესი შეცდომაა, როდესაც საზოგადოებას ორთქლის გამოშვების საშუალებას არ აძლევს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ თავისუფალი მედია მისთვის გარკვეულ ხიფათს წარმოადგენს, მაგრამ არათავისუფალი, ასეთ რეჟიმში მომუშავე მედია მისთვის კიდევ უფრო დიდი საფრთხის მატარებელია. ორთქლი გროვდება, წნევა იზრდება და ერთხელაც იქნება ცუდად გასკდება. ”იმედი” რომ არ დაეხურა, ხელისუფლება ასეთ მძიმე დღეში არ იქნებოდა. უკმაყოფილო მასა იქნებოდა დიდი, მაგრამ მათ ჰქონდათ გარკვეული შანსი, რომ ოპოზიციური აზრი მოესმინთ. დღეს, როდესაც ”იმედი”, ფაქტობრივად, ”რუსთავი 3” გახადეს, რაზე უნდა ვისაუბროთ. თანაც შეიძლება ითქვას, რომ ”იმედი” კიდევ უფრო უარესია იმიტომ, რომ როგორც ჩანს, კიდევ უფრო სერიოზული ცენზურაა, ვიდრე ”რუსთავი 2”-ში.

დღეს ხელისუფლებას პროპაგნადისტულ რეჟიმში მომუშავე ტელევიზების გამო ბევრად უფრო დიდი საფრთხე ემუქრება. შევარდნაძეს მოუწია წასლვა, მაგრამ მას ფიზიკური საფრთხე არ დამუქრებია. დღესაც კრწანისში ზის და ინტერვიუებს იძლევა, არანაირი პრობლემა არა აქვს, ზუსტად იმიტომ, რომ ის საზოგადოებას ორთქლის გამოშვების საშუალებას აძლევდა, ის ხალხს რა უყვარდა, მაგრამ აპატია. თუ ის გაგრძელდა, რაც დღეს ხდება, ამ ხელისუფლებას არავინ აპატიებს. ის რაც მოხდება, ძალიან სასტიკი ფორმებით მოხდება.

სისხლიანი რევოლუციით?
- ღმერთმა არ ქნას, რომ მოვლენები ასე განვითარდეს, მაგრამ თუ ზეზღურბლოვანი გაღიზიანების ეტაპზე გადავიდა საპროტესტო ელექტორატი, რომლესაც არ ექნება თავისი აზრის გამოხატვის საშუალება არც მედიით, არც პოლიტიკური პროცესის საშუალებით, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში და ქუჩის ამბები ვიცით და ნახახი გვაქვს. ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას და საზოგადოებას უნდა მისცეს დემოკრატიული ინსტიტუტები და ამით თავისი თავი გადაირჩინოს.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნას რა დრო დასჭირდება?
- რამდენიმე თვიანი პროცესია. ამ ხელისუფლებას თავისი რესურსი უკვე ამოწურული აქვს. მაქსიმუმ ერთი წელი გაძლოს. ყველა მათგანს ვურჩევდი, რომ რაღაცნაირად შეეგუნო იმ აზრს, რომ მათ წასვლა მოუწევთ.

Просмотров: 631 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2020
Website builder - uCoz