ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით პოზიციას დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის.
სულ რაღაც ორი საათის განმავლობაში კოკოითის პოზიცია ამ საკითხში რადიკალურად შეიცვალა. დაახლოებით ორი საათის წინ ის აცხადებდა, რომ ?წინაპრების მიერ გაკეთებული არჩევანის შესაბამისად, რაღაც დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის შექმნას არ აპირებდა და სამხრეთ ოსეთის მომავალს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხედავდა.
რა მოვლენები განვითარდა ამ ორი საათის განმავლობაში, ძნელი სათქმელია, თუმცა რამდენიმე წუთის წინ იგივე კოკოითმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები არასწორად იქნა გაგებული და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანებას აღარ აპირებს.
როგორც ჩანს, მე არასწორად გამიგეს. ჩვენ არ ვაპირებთ, უარი ვთვათ ჩვენს დამოუკიდებლობაზე, რომელიც კოლოსალური მსხვერპლის ფასად მოვიპოვეთ, სამხრეთ ოსეთი არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში შესვლად, - განაცხადა ოსი სეპარატისტების ლიდერმა.
ამასთან, მისი თქმით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების შესახებ რუსეთის შემადგენლობაში ბევრი საუბრობს და არავის შეუძლია, აკრძალოს მსგავსი მოსაზრებების გამოთქმა.