სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას დევნილთათვის დაკარგული დოკუმენტაციის აღდგენის დაჩქარება სთხოვა.
როგორც ომბუდსმენის აპარატიდან იუწყებიან, დევნილ მოსახლეობაზე განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ რუსთავში ჩასახლებულ დიდი და პატარა ლიახვის მოსახლეობის ნაწილს საქართველოს მოქალაქის პირადობის და დაბადების მოწმობები აქვს დაკარგული.
ცალკეულმა პირებმა მიმართეს რუსთავის სამოქალაქო რეგისტრაციის სამსახურს, მაგრამ მათ განუმარტეს, რომ საჭირო იყო გორში ჩასვლა. აღსანიშნავია, რომ დევნილებს მოცემული მომენტისათვის არ ეძლევათ ფულადი დახმარება, ამიტომ ისინი ვერ ახერხებენ გადაადგილებას აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
|