საჩხერის რაიონის სოფელ სპეთის მოსახლეობას, რომელიც ოსების მიერ დატყვებული თანასოფლელებების გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან აქციას მართავდა, 17.00 საათზე ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს შეხვდება.
აღნიშნული ინფომარმაცია აქციის მონაწილეებს საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოსო ქუთათელაძემ მიაწოდა.
მაჭავარიანთან ერთად ქართველ ტყვეთა ნათესავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელიც შეხვება.
ამ დროისთვის აქცია პარლამენტთან დაიშალა. აქცია პარლამენტთან 17.00 საათისთვის განახლდება.
სოფელ სპეთიდან 13 დღის წინ ოსმა შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს ოთხი ახალგაზრდა, იმედა ტაბატაძე, რომან ქიმაძე, ალიკა ქიმაძე და გია გულიაშვილი, რომელთაგან ერთ-ერთი გულის მანკით არის დაავადებული. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარე ძირულას ხეობაში, ტყეში შეშის დასამზადებლად იმყოფებოდნენ.
სოფელი სპეთი სოფელ პერევთან ახლოს მდებარეობს, სადაც ამ დროისთვის რუსი ოკუპანტები კვლავ რჩებიან.
|