Главная » 2008»სექტემბერი»11 » საქართველოს აშშ-ის ელჩი ომის დანაშაულებათა საკითხებში კლინტ უილიამსონი ეწვია
საქართველოს აშშ-ის ელჩი ომის დანაშაულებათა საკითხებში კლინტ უილიამსონი ეწვია
15:39
საქართველოს აშშ-ის ელჩი ომის დანაშაულებათა საკითხებში კლინტ უილიამსონი ეწვია. "აშშ-ის კანონმდებლობით, მევალება კონფლიქტურ სიტუაციაში დანაშაულების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეკომენდაციების შემუშავება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს დანაშაულებზე პასუხის მოთხოვნა. დაპირისპირების დაწყების მომენტიდან დღემდე ჩვენ დაკვირვებით ვადევნებთ თვალს საქრთველოში მიმდინარე მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია ადგილზე ჩამოსვლა, დაზარალებულ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრა და უფრო დეტალური და დაზუსტებული ინფორმაციის მიღება" – განაცხადა უილიამსონმა, რომელიც აშშ-ში დაბრუნების შემდეგ საქართველოში მოპოვებულ ინფორმაციას ვაშინგტონსა და ევროპელ კოლეგებს მიაწვდის.