შაბათი, 27.04.2024, 04:52
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 11 » გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას რუსეთის ნდობა აღარ აქვს
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას რუსეთის ნდობა აღარ აქვს
19:13
ჯერ კიდევ მანამ, სანამ მოსკოვი გასულ თვეს ჯარებს გაგზავნიდა საქართველოში, ევროპელთა შეშფოთება რუსებთან მიმართებაში იზრდებოდა, ისევე როგორც იზრდებოდა ნატოს მიმართ მხარდაჭერა, ნათქვამია ტრანსლატლანტიკური განწყობის ყოველწლიურ კვლევაში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

- ”კველვაში ასახული ტენდენციები, რომელიც 13 ქვეყანაში ტარდებოდა German Marshall Fund (GMF) - ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის მიერ, სავარაუდოდ, გაძლიერდება საქართველოში განვითარებული მოველენების და აშშ-ში ახალი პრეზიდენტის არჩევის ფონზე, რომელიც, ალბათ, უფრო მეტად იქნება პოპულარული, ვიდრე მისი წინამორბედი”,- აღნიშნავს რონალდ ასმუსი, ბრიუსელის ტრანსატლანტიკური ცენტრის დირექტორი.

აშშ-სა და ევროპას ”შესაძლებლობა აქვთ, კვლავ ჩამოაყალიბონ ტრანსატლანტიკური კონსენსუსი იმ საკითხის საფუძველზე, რამაც ჩვენ 60 წლის წინ გაგვაერთიანა. ეს იყო რუსეთი,” - ამბობს ასმუსი ინტერვიუში.

უკანასკნელმა ყოველწლიურმა კვლევამ აჩვენა რუსეთის მიმართ შეშფოთების ზრდის მკაფიო ტენდენცია ევროპულ საზოგადოებაში. ივნისში ევროკავშირის 10 ქვეყნის გამოკითხულთა 64%-მა განაცხადა, რომ შეწუხებულნი არიან რუსეთის როლით, როგორც ენერგომატარებლების ძირითადი მიმწოდებლის. შარშან ეს ციფრი 60% იყო. ევროპელების 62%-მა განაცხადა, რომ შეშფოთებულნი არიან რუსეთის ქმედებებით მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. ეს მაჩვენელებიც უფრო მაღალია გასულ წელთან შედარებით. ამასთანავე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდამჭერთა მაჩვენებელი 5 ერთეულით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით და 57% გახდა.

ყველაზე მთავარ დაბრკოლებად ტრანსატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერაში თვით ევროკავშირი იქცა, აღნიშნავს ასმუსი. ცივი ომის პერიოდში ევროკავშირს არ ჰქონდა მანდატი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკის განხილვაზე, მაგრამ ევროკავშირმა ლიდერის როლი აიღო რუსულ-ქართული კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ გააორმაგებს ძალისხმევას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით, რაც გულისხმობს რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას.

თუმცა, ევროკავშირი ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს მოსკოვთან კონფლიქტში შესვლას იმ ქვეყნების გამო, რომელსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროში მოიაზრებს. პროდასავლურად განწყობილი უკრაინელები იმედგაცრუებულნი დარჩნენ, როცა სამშაბათის სამიტზე ევროკავშირმა ვერ შეძლო მათთვის შესაძლო წევრობის პერსპექტივების შეთავაზება, აღნიშნა უკრაინის ყოფილმა საგარეო მინისტრმა ბორის ტარასოვმა.

- ”მე გულწრფელად ვიმედოვნებდი, რომ კავკასიაში არსებული ვითარება ევროკავშირის მიდგომას შეცვლიდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ის შემთხვევა არ არის,” - აღნიშნა მან.

გერმანია ევროკავშირის არა მხოლოდ ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სახელმწიფოა, არამედ რუსეთის მთავარი ენერგოპარტნიორიც. თუ ევროკავშირი მოისურვებს ზეწოლა განახორცელოს მოსკოვზე, ცალკეულ ქვეყნებს, ისეთს, როგორიც გერმანიაა, მოუწევს რუსულ გაზზე თავისი დამოკიდებულების შესამცირებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც ატომური ენერგეტიკის პროგრამის აღდგენას და საზღვაო გზით ბუნებრივი აირის იმპორტისათვის ტერმინალების აგებას გულისხმობს, აღნიშნავს ევროპული რეფორმების ცენტრის ექსპერტი ლონდოდნიდან, კატინკა ბარიში. ამ მომენტისათვის ამგვარი რადიკალური ქმედებების ნიშნები ჯერ არ შეიმჩნევა.

გამოკითხვაში მონაწილეობდა ბულგარეთის საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეტის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის, ასევე აშშ-ს 1000-1000 მოქალაქე.

Просмотров: 785 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/1 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz