ამერიკულმა ორგანიზაციამ GMF 13 ქვეყანაში კვლევა ჩაატარა, რომელმაც ევროპულ საზოგადოებაში რუსეთით შეშფოთების ზრდის მკაფიო ტენდენცია გამოავლინა.
იქამდეც კი, ვიდრე გასულ თვეში მოსკოვი საქართველოში ჯარებს გაგზავნიდა, ევროპელების შეშფოთება რუსეთთან დაკავშირებით იზრდებოდა, ისევე, როგორც იზრდებოდა ნატოს მხარდაჭერა, - ნათქვამია ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამასთან, ფონდის დირექტორატის პროგნოზით, კვლევის შედეგებში ასახული ტენდენციები სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამძაფრდება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე.
გამოკითხვაში თითოეული ქვეყნიდან ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ქვეყნებია ბულგარეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.
|