უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დღეს უკრაინის გენერალურ პროკურატურას პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მოწამლვასთან დაკავშირებით ჩვენება მისცა. ტიმოშენკო გენპროკურატურაში რამდენიმე დღის წინ დაიბარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ "მზად იყო, ჩვენება მიეცა, თუმცა ეს ყველაფერი მარაზმი იყო". "თუ პროკურატურას სიმართლის გარკვევა სურს, საჭიროა, მიმართოს პრეზიდენტს, ჩართოს საქმეში საუკეთესო უცხოური ლაბორატორიები და ჩაატაროს ანალიზი", - განაცხადა ტიმოშენკომ.
|