ოთხშაბათი, 26.02.2020, 23:13
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 345
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » ნაომარ საქართველოში პირველი ინვესტორები გამოჩნდნენ
ნაომარ საქართველოში პირველი ინვესტორები გამოჩნდნენ
01:40
რუსეთის მიერ განადგურებულმა ინფრასტრუქტურამ და ქვეყნის ოკუპირებამ ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ომგადატანილი ქვეყანა, დასავლეთის დახმარების გარეშე, უკვე კატასტროფის ზღვარზე იქნებოდა. დახმარებები კვლავაც გაგრძელდება და როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდაც კი გვექნება.

ქართულ ეკონომიკაზე საკუთარი მოსაზრება აქვს აშშ-ს სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისსაც. მისი თქმით, წარმატების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა, საუბედუროდ, შექმნილი სიტუაციის გამო, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. “ორმაგი იყო რუსეთის ოკუპაციის შედეგად მიყენებული ზარალი იმ სწრაფად მზარდი ეკონომიკისთვის, რომელიც საქართველოს გააჩნდა”, - განაცხადა რაისმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოსთვის მიყენებულმა ზარალმა 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს არ არის საბოლოო მონაცემი და, შესაძლოა, თანხის ოდენობა კიდევ გაიზარდოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც საქართველოდან, ფაქტობრივად, წასული იყო და მხოლოდ მცირე წარმომადგენლობა ჰყავდა ჩვენს ქვეყანაში დატოვებული, კვლავ დაგვიბრუნდა. სსფ საქართველოს, თვრამეტთვიანი კრედიტის სახით, 750 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებში ფინანსური პაკეტი ჯერ სსფ-ს დირექტორთა საბჭომ უნდა დაამტიკოს.

სსფ-ს საკრედიტო ხაზის მიზანი საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა და ბოლოდროინდელი კრიზისის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური და ფინანსური შედეგების აღმოფხვრაა, _ აცხადებენ სსფ-ში. მისიის წამომადგენელთა განცხადებით, კრედიტი ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების შესაძლო შეფერხების ნაწილობრივ გადაფარვას და საქართველოს მიმართ უცხოური ბაზრების ინტერესისა და ინვესტორების რწმენის შენარჩუნებას.

მთავრობის კანცელარიის უფროსი კახა ბენდუქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის გარდა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებსაც შეხვდა. საუბარი საქართველოსთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შესაძლო დახმარების გაწევასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს ეხებოდა.

გარდა ამისა, აშშ-მ უკვე ოფიციალურად მიიღო საქართველოსთვის 1 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება. ამერიკული მხარის განცხადებით, ეს თანხა საქართველოს ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და რეკონსტრუქციას მოხმარდება. აშშ-ს დღევანდელ მთავრობას იმედი აქვს, რომ დახმარება შემდეგი ადმინისტრაციის დროსაც გაგრძელდება.

- “ჩვენი ადმინისტრაცია 570 მლიონს, 2008 წლის ბოლომდე გამოყოფს. დარწმუნებულნი ვართ, აშშ საქართველოსთვის მეორე ფაზაში დამატებით 430 მილიონ დოლარსაც გამოყოფს”, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა. ეს არის დამატებითი თანხა იმის გარდა, რაც სხვადასხვა ხელშეკრულებებით, აშშ-მ უკვე გამოუყო საქართველოს.

აშშ გვპირდება, რომ სწრაფად დაგვეხმარება და საქართველოს ეკონომიკური მიზნებისა და აღმშენებლობისთვის თანხებს მოიძიებს სხვადასხვა ამერიკული ფონდებიდან (თავისუფლების აქციის მხარდამჭერი პროგრამა, ათასწლეულის განვითარების პროგრამა).

ამის გარდა, უკვე გავრცელდა განცხადება, რომ ჯორჯ ბუში და აშშ-ს მთავრობა ხელს შეუწყობს იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ბუშის განცხადებით, ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში, საქართველოში აშშ-ს კიდევ ერთი დელეგაცია ჩამოვა.

საკმაოდ მნიშვნელოვანია ევროპული დახმარებებიც, თუმცა ქვეყნის ეკონომიკისთვის ბევრად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის დაწესება. ამჟამად მოქმედი სქემით, ევროკავშირის ქვეყნებში შეტანის დროს, 7 ათასი დასახელების ქართული პროდუქცია არ იბეგრება, მაგრამ სატარიფო ბარიერების გარდა, არსებობს ლიმიტთან, კვოტასთან, ხარისხსა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები. საქართველოსთვის შემოღებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი კი, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ყველა ამ ბარიერის მოხსნას ითვალისწინებს.

საკმაოდ რთული ეკონომიკური და, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში ინვესტორები გამოჩნდნენ და როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო გვატყობინებს, ინდური კომპანიები ნავთობისა და გაზის სალიცენზიო ბლოკებში 37,1 მლნ აშშ დოლარს გადაიხდიან. საუბარია ნავთობისა და გაზის ხუთ სალიცენზიო ბლოკზე.

ამ ყველაფრის გარდა, დასავლეთის გეგმებში საქართველოსთვის დახმარების უამრავი პროექტი შედის, ეს კი ნიშნავს, რომ თუ საქართველოს მთვრობა ამ ყველაფერს რაციონალურად და მიზნობრივად გამოიყენებს, ქვეყანას ფინანსურ-ეკონომიკური კატასტროფის ნამდვილად არ უნდა ეშინოდეს.

Просмотров: 635 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2020
Website builder - uCoz