ხუთშაბათი, 25.04.2024, 02:31
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » კოკოითმა ახალგორში გამგებლად “ადგილობრივი კადრი” დანიშნა
კოკოითმა ახალგორში გამგებლად “ადგილობრივი კადრი” დანიშნა
01:38
გუშინ ახალგორში კოკოითის მთავრობამ რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ანატოლი მარგიევი დანიშნა. ამ უკანასკნელმა დანიშვნის დღესვე დაბიდან გასულ მოსახლეობას დაბრუნებისკენ მოუწოდა და შეჰპირდა, რომ ახალგორში წარმოება და სასწავლო დაწესებულებები ქართულ ენაზე აღდგება.

- “სამხრეთ ოსეთში ხედავენ, რომ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ეთნოწმენდასთან დაკავშირებით და ახლა არგუმენტი სჭირდებათ იმისთვის, რომ პრინციპში ეთნოწმენდა არ ხდება,” - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.

ახალგორიდან წამოსულ ქართველებს კი რაიონში დაბრუნება შორეულ პერსპექტივად ესახებათ.

მაია მერაბიშვილი: “ახალგორიდან წამოსული ვარ. თბილისში ჩემი უფროსი დის სახლში ვცხოვრობ. დაახლოებით 14 აგვისტოდან აქ ვარ. ქართველების მიმართ რამე ზეწოლა ან შეურაცხყოფა იყო-მეთქი - არა, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ საერთო პანიკა იყო და ისედაც, როცა ძალიან ბევრ შეიარაღებულ ადამიანს და ტანკებს ხედავ, იქ დარჩენა სასიამოვნო არ უნდა იყოს.

თავიდან გვეგონა, რომ დროებით იყო ეს ყველაფერი, მაგრამ სიტუაცია უფრო რომ დაიძაბა, ვეღარ გავჩერდით. ანუ გვეგონა, რომ ტერიტორიას მალე დატოვებდნენ. მაგრამ რომ დავინახეთ, არ აპირებდნენ იქაურობის დატოვებას, წამოვედით. დღესაც იქ არიან.

პირიქით, მათი რაოდენობა დღითი დღე იზრდება, ზრდიან იარაღ-აღჭურვილობასაც. რისთვის ემზადებიან, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე მგონია, რომ იქიდან წამოსვლას საერთოდ არ აპირებენ. იქ დარჩენილ ხალხთან ვკონტაქტობთ და როგორც ვიცი, არავის არაფერს არ უშავებენ; პირიქით, სთავაზებონ დარჩენას, ცხოვრებას, კარგ პირობებს. ამის სანაცვლოდ კი ითხოვენ იმას, რომ ავიღოთ რუსული პასპორტები და მათი მოქალაქეები გავხდეთ.

თავისთავად, როცა ყველაფერი რუსულ ენაზე გადავა, სკოლებიც რუსულენოვანი იქნება. სამხედროები ამბობენ, რომ რამდენადაც ადრე ახალგორი (უფრო სწორად - ლენინგორი) ადრე ცხინვალის რეგიონში შედიოდა, ამიტომაც ახალგორი ოსების მიწაა და კიდევ მეორე ვაირიანტია: სამხედროების თქმით, ე.წ. ბუფერულ ზონაში ახალგორიც შედის ტყე-ტყე გზით ახლოს არის ცხინვალთანო - აი, ამ ვარიანტს ემხრობიან”.

როგორც მერაბიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, ახალგორი ქართველებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

- “ახალგორიდან ძალიან ბევრია წამოსული, თუმცა სულ დაცარიელებულიაო-მეთქი - ამას ვერ ვიტყვი. როგორც გითხარით, არავის აშინებენ. 60 კილომეტრზეა ჩვენი რაიონი დაშორებული. არ ვთვლით სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებად თავს და ამიტომაც წამოვედით. როდის მოგვიწევს დაბრუნება, ეს არის მთავარი პრობლემა, რაც გვაწუხებს.

არადა, ამაზე მთავრობაში არც არავინ ლაპარაკობს. ახალგორამდე სულ 60 კილომეტრია. არ გვინდა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ვიყოთ და ამიტომაც პროტესტის ნიშნად დავტოვეთ იქაურობა,” - ამბობს მერაბიშვილი.

ახალგორში მცხოვრები ზოგი ქართველი იმასაც არ მალავს, რომ დაბა იქ გაუსაძლისი პირობების გამო დატოვა;

პაატა ნ-შვილი: “ახალგორიდან დიდი ხანია, რაც წამოვედი. 15 აგვისტო იქნებოდა. ანუ მას შემდეგ, რაც დაბაში რუსი და ცხინვალელი ოსი სამხედროები შემოვიდნენ. ახლა მუხრანში ვარ. რა ვქნა?! ახალგორში რომ მივიდე, ჩავბარდე რუსებსა და ცხინვალელ ოსებს?!”

ახალგორში ამ დროისთვის მიმდინარე პროცესებზე “რეზონანსი”დაბაში დარჩენილ მოსახლეობასაც გაესაუბრა. სწორედ მათგან გახდა ცნობილი, რომ ახალგორში კოკოითმა დაბას დროებითი მთვარობა შეურჩია.

ქეთინო ხაჩიროვა: “დღეს ახალგორის მოსახლეობას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარუდგინეს. ადმინისტრაცის ხელმძღვანელად ანატოლი მარგიევი დანიშნეს. შეხვედრაზე გვიან შევედი და ვერ გეტყვით, ვინ წარადგინა”.

ვინ არის მარგიევი და რატომ დაინიშნა ახალგორის ადმინისრაცის ხელმძღვანელად? - ამის გარკვევა “რეზონანსმა” დაბის ერთ-ერთი მკვიდრისგან - ზაირა ელკანოვასგან სცადა.

ზაირა ელკანოვა: “ანატოლი მარგიევი ადგილობრივი ოსია. ადრე ახალგორში მუშაობდა საგზაო დეპარტამენტში. შემდეგ ოსებსა და ქართველებს შორის რომ დაიძაბა ურთერთობა (90-იან წლებში), მარგიევი ახალგორიდან გააძევეს. გარკვეული დროის მანძილზე აქ აღარ ცხოვრობდა. ახლა, როგორც ჩანს, დაბრუნდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარსადგენად მოსახლეობა იყო მისული. ეს ალბათ დროებითი მთავრობაა. ჩემი აზრით, სამხრეთ ოსეთის მთავრობის მიერ იქნება გამოგზავნილი, ანუ კოკოითის მთავრობის მიერ არის დანიშნული. თეორიულად ასე ხდება; ისედაც აქ უკვე ყველაფერი სამხრეთ ოსეთში წყდება. ალბათ, შემდეგ ჩატარდება არჩევნები და მერე აირჩევენ. მე ასე ვფიქრობ, როგორ იქნება არ ვიცი”.

ელკანოვას თქმითვე, გუშინ ახალგორში ადმინისტრაციის ახალარჩეული ხელმძღვანელის მიერ ისიც გაცხადდა, რომ დაბაში ყველა ორგანიზაცია თუ სასწავლო დაწესებულება ამოქმედებას დაიწყებს ქართულ ენაზე;

ზაირა ელკანოვა: “შეხვედრას არ დავსწერებივარ, მაგრამ მეგობარმა (რომელიც ესწრებოდა) გადმომცა, რაც ანატოლი მარგიევმა თქვა: ყველას უთხარით ახალგორიდან წასულებს, დაბრუნდნენო. არავინ არაფერს არ ერჩისო. უნდა განაგრძნონო პარალიზებულმა ორგანიზაციებმა და სკოლებმა მუშაობა. სხვათა შორის, რუსულად არაფერს არ ითხოვენ; არ რუსეთის მოქალაქეობას და არც სკოლებში რუსულად სწავლას ან საწარმოების რუსულ ენაზე ამოქმედებას. პირიქით, ჯერჯერობით ლაპარაია იმაზე, რომ წარმოება უნდა იყოს ქართულად. სკოლებიც იქნება ქართული და რუსულიც (რუსული სკოლა ისედაც იყო აქ). გამოაცხადეს კიდეც. მერე რას იზამენ, ვერ გეტყვით”.

რას იზამენ შემდეგ და საერთოდ, რას ნიშნავს რუსული პასპორტების მოთხოვნის შემდეგ სკოლა-წარმოებების ქართულად ამოქმედება? - ამის შესახებ “რეზონანსი” ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

მამუკა არეშიძე: “ანატოლი მარგიევი ვინ არის, არ ვიცი. ეს თქვენგან გავიგე. მის დანიშვნამდე კოკოითოის მთავრობის მიერ არჩეული იყო ლოლიტა ბედოევა. ბედოევა როცა იყო გამგებელი, გამოაცხადა, რომ ვინც აიღებს რუსულ პასპორტს, ის დარჩება, ვინც არა - წავიდესო. ქართულად ამოქმედდებაო წარმოებები იმიტომ ამბობენ, რომ უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ეთნოწმენდასთან დაკავშირებით და ახლა არგუმენტი სჭირდებათ, თითქოს ეთნოწმენდა არ ხდება. აი, ამისთვის სჭირდებათ ამის თქმა”.

Просмотров: 797 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz