რუსულ მხარეს ამერიკული გემების ჰუმანიტარულ მისიაში კვლავინდებურად ეჭვი შეაქვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტარენკომ განაცხადა, “ამერიკა საკუთარი გემების შავი ზღვის აკვატორიაში შეყვანით 1936 წლის მანტროს კონვენციას არღვევს”.
ამასთან, მისივე დასკვნით, “ამერიკული გემები საქართველოში ჰუმანიტარული მისიით არ შედიან”.
”ამ ტიპის სამხედრო ხომალდებით დიდი რაოდენობიოთ ჰუმანიტარული ტვირთის გადატანა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გემებზე მოწყობილია სპეციალური სათავსოები, მაგრამ იქ მგზავრობისას მეზღვაურებისათვის განკუთვნილი პროდუქტებია მოთავსებული” - განაცხადა ნესტერენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში რიგით მესამე ამერიკული გემი შემოვიდა, ამჯერად – უკვე ფოთის პორტში.
|