შაბათი, 21.12.2024, 15:04
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » რუსმა ოლიგარქებმა შესაძლოა ქართული ციება იწვნიონ
რუსმა ოლიგარქებმა შესაძლოა ქართული ციება იწვნიონ
16:58
რამდენადაც არსებობს საქართველოსთან რუსეთის ცხელი ომის გაცივების საშიშროება, ასევე გაწელილი კონფლიქტი დასავლეთთან, რუსეთის ზოგიერთი საეჭვო ოლიგარქის გლობალურმა ამბიციებმა შესაძლოა რეგრესი განიცადოს.

ოლიგარქებმა, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, დიდი ფასი გადაიხადეს სამხრეთ ოსეთში რუსეთის ძალისმიერი ქმედებების გამო - საფონდო ბირჟებზე ფასების დაცემის გამო განგაშია, უცხოელი ინვესტორები ტოვებენ ქვეყანას.

მაშინ, როცა ევროკავშირი მოსკოვთან დიპლომატიური გზების ძიებაშია, ზოგიერთი პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ კრემლზე ზემოქმედების საუკეთესო გზა ევროპაში მოქმედ რუსულ ბიზნეს-საზოგადოებებზე ზეწოლის გაძლიერება იქნება, განსაკუთრებით კი ლონდონში, სადაც უამრავ ოლიგარქს ფინანსური ინტერესი აქვს.

- ”ეს დიდი დარტყმაა, ნამდვილი შოკი ამ ხალხისთვის”, - ამბობს ანდრეს ასლუნდი, რუსეთის მთავრობის კრიტიკოსი და ვაშინგთონის პეტერსონის ინსტიტუტის ექსპერტი რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში.

- ”ურთიერთობები და კავშირები დასავლეთთან რთული იქნება. იქნება საქნციები, საფონდო ბირჟებზე ფასები ეცემა და მთავრობაც სადღაც ჭაობში მიექანება. და ეს ყველაფერი პუტინის დამსახურებაა”.

ნავთობიდან შემოსული შემოსავლების ბუმმა ახალი სიცოცხლე შთაბერა ერთ დროს დაქცეულ რუსეთის ეკონომიკას და ქვეყნის ბიზნეს ელიტა მილიარდერთა რანგში აიყვანა. ზოგიერთმა ბიზნესმენმა საერთაშორისო ოპერაციების გაფართოება და რუსეთთან ნელ-ნელა კავშირების გაწყვეტა დაიწყო.

42 წლის რომან აბრამოვიჩმა, ერთ დროს ნავთობის ბარონმა, ვისაც ახლო ურთიერთობები აქვს პუტინთან, მჭიდრო კავშირები დაამყარა ლონდონთან. მან ქონების ნაწილი, 23$ მილიარდი ”ჩელსიში” დააბანდა. მან ასევე გაყიდა ფასიანი ქაღალდების უმეტესობა რუსეთში და გადადგა ჩუკოტკის რეგიონის მმართველის თანამდებობიდანაც. კარგმა ურთიერთობებმა კრემლთან ის ხადარკოვსკის ბედის გაზიარებისგან იხსნა, რომელიც ახლა ციმბირის ციხეში ზის პუტინთან დაპირისპირების შედეგად.

მეორე ოლიგარქი, ასევე მჭიდრო კავშირებით პუტინთან, ოლეგ დერიპასკაა, 40 წლის ალუმინის მაგნატი, 28$ მილიარდის ქსელით, რომელიც ასევე წავიდა რუსეთიდან და თავისი ბიზნესი კანადაში, ავსტრიასა და გერმანიაში გადაიტანა, ის მონტენეგროს მსხვილი ინვესტორიცაა.

ბორის ბერეზოვსკისთვის კი რუსეთის კონფლიქტი საქართველოსთან კარს ხსნის დასავლეთისთვის, რომ დაინახოს, თუ როგორია კრემლის თამაშის წესები და ზემოქმედების გზები.

”დასავლეთი დემოკრატიული წესებით თამაშობს, ხოლო პუტინი განგსტერივით იქცევა”, - აცხადებს ბერეზოვსკი, - ”ის მხოლოდ ძალას ცნობს.”

მოსკოვში ბანკირები ამბობენ, რომ რუსეთის დიპლომატიურ იზოლირებას ხანგრძლივი უარყოფითი შედეგები მოყვება. დასავლურ ბანკებთან ურთიერთობა დამძიმდება, ხოლო ვიზების მიღება კიდევ უფრო გართულდება.

გასულ თვეს დავიდ კამერონმა, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, კოლეგებს მოუწოდა გადახედონ ქვეყნის სავიზო პოლიტიკას რუსულ ელიტასთან მიმართებაში.

დამკვირვებლების თქმით წამყვანი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაჟღერებული იდეის ჭეშმარიტი არსი აჩვენებს, თუ საერთაშორისო დამოკიდებულება რუსეთის ოლიგარქების მიმართ თანდათან როგორ ცვდება.

აბრამოვიჩის და დერიპასკას წარმომადგენლები ახლა იმაზე მსჯელობენ, კრემლთან კავშირების გამო მათი ზრდადი ბიზნეს-ოპერაციები ანტი-პუტინური კამპანიის სუსხს რამდენად იწვნევენ.

ანდრეს ასლუნდი დარწმუნებულია, რომ აბრამოვიჩს ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის მაღალჩინოსნებთან და შეგვახსენებს, რომ მან 2005 წელს ნავთობკომპანიის 13$ მილიონი ღირებულების აქციები ”გაზპრომს” მიჰყიდა, სადაც მედვედევი იყო აღმასრულებელ ხელმძღვანელად.

წლების განმავლობაში ეს კომფორტული კავშირები იყო. მაგრამ BP-ისა და მის პარტნიორ, რუსეთის სააქციო საზოგადოებას შორის უეცრად გაჩაღებული კონფლიქტი აჩვენებს, რომ მომავალში შეთანხმება დიდ ბიზნესსა და დიდ მთავრობას შორის ასე მარტივად აღარ მოხდება.

- ”რისკის საფასურის გადახდა უფრო და უფრო ხშირად უწევთ რუსეთში”, - ამბობს ჯონ პოლ სმიტი, ანალიტიკოსი რუსულ და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში.

- ”რუსეთში არასდროს იცი, სად მთავრდება კერძო და სად იწყება სამთავრობო ბიზნესი”.

Просмотров: 898 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz