პარასკები, 26.04.2024, 15:56
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » რეზერვისტებს თოფები კი დაურიგეს, მაგრამ ერთი ტყვია არ გაუსვრიათ
რეზერვისტებს თოფები კი დაურიგეს, მაგრამ ერთი ტყვია არ გაუსვრიათ
16:49
8 აგვისტოდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ვიდრე საქართველო ომში იყო ჩაბმული, ორმხრივი სროლებისა თუ დაბომბვების შედეგად უამრავი ახალგაზრდა ქართველი ვაჟკაცი დაიღუპა.

სრული სტატისტიკა ჯერაც უცნობია და არც ის ვიცით, გაირკვევა თუ არა ოდესმე. თუმცა, შემზარავი ფაქტია, რომ მრავალი დედა ჯერ კიდევ ელოდება თავის შვილს და ბევრ უცნობ ჯარისკაცს ძმათა სასაფლაოზე სამარეს ჯერ კიდევ უთხრიან.

როგორც სხვადასხვა წყაროდან გახდა ცნობილი, 8 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში არა მარტო რეზერვისტთა მობილიზება გამოცხადდა. საფეხბურთო მოედნებიდან და ქუჩიდან გარეკეს 18-21 წლის ბიჭებიც, რომლებსაც რეზერვისტებისაგან განსხვავებით, თოფიც კი არ უნახავთ.

თუმცა, როგორც რეზერვისტებისაგან შევიტყვე, არც ისინი იყვნენ მაგარი მსროლელები. მაგრამ შარშანდელი 18 დღიანი და წლევანდელი 8 დღიანი შეკრების საფუძველზე, ფრონტის ხაზიდან დაჭრილების გამოყვანა და მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, თუ მეომრებისათვის საკვების მიწოდება მაინც ისწავლეს.

მიშიკო, 28 წლის რეზერვისტი: ”8 აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მე და ჩემი მეგობრები, რომლებიც სენაკში შარშანდელ წრთვნებზე ვიყავით გამოძახებული, გორში ჩამოგვიყვანეს და ორი სკოლის ეზოში დაგვაბანაკეს. ზოგმა სროლა არც იცოდა და გვეგონა, ეს საჭიროც არ გახდებოდა. იარაღი კი იყო მწყობრში, მაგრამ საკმარისი რაოდენობის მჭიდები არ გვქონდა”.

- ”სიტუაცია რომ შეიცვალა და რუსების ავიაციამ დაბომბვა დაიწყო, სკოლის შენობიდან გამოგვიყვანეს. სულ რაღაც 5 წუთში, სკოლის გვერდით სახლს ბომბი დაეცა. ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ყველანი დავიბენით. ზოგი ოჯახების ბუნკერებში ვიმალებოდით, ზოგი მინდვრებში და ზოგი - რაღაც მოფარებულ ადგილას”.

”საკმარისი იარაღიც რომ გვქონოდა, ვისთვის უნდა გვესროლა ტყვიები?! ჩვენ ხომ ვერტმფრენებიდან გვიშენდნენ და მოწინააღმდეგეს ვერც ვხედავდით. ან ვერტმფრენს ის ავტომატი რას უზამდა?”.

იმავე დღეს, სამსაათიანი მორატორიუმი რომ გამოცხადდა, ნაწილი სახლებში დააბრუნეს, ნაწილი იგოეთში ჩაიყვანეს. მეორე დღეს ქართველი რეზერვისტებიც გაუშვიათ იგოეთიდან - ”როგორც ვხვდები, ჩვენ სხვა ფუნქციის შესასრულებლად გამოგვიძახეს და ამ სიტუაციას არავინ ელოდა. ამიტომაც დაგვაბრუნეს უკან”.

თემური, 29 წლის რეზერვისტი: ”რეზერვისტები გამოგვიძახეს რვა აგვისტოს. გადავრჩი და ახლა ამაზე ხუმრობაც შემიძლია. მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე საათში სიკვდილს თვალებში ჩავხედავდი. არ ვიცი, ომს დაემთხვა ჩვენი წაყვანა, თუ დაამთხვიეს. მაგრამ როცა გამოგვიძახეს, გვითხრეს, რომ საქმე კარგად არის, ცხინვალი უკვე ჩვენია და ბლოკ-პოსტების გამაგრება იქნება საჭიროო.

თავდაპირველად სენაკში, ყაზარმებში მოგვათავსეს. ვიცოდით, რომ ღამის სამ საათზე ცხინვალისკენ უნდა წავსულიყავით. მაგრამ მოულოდნელად, ფოთიდან ერთ ჩვენს მეგობარს მეუღლემ დაურეკა, ფოთი დაბომბესო. ამ ბიჭმა დაიყვირა - ბიჭებო ფოთი დაუმომბიათო. ყველანი წამოვცვივდით და ინსტიქტურად გარეთ გავცვივდით. არ გასულა წუთი და სენაკშიც დაიწყო დაბომბვა. მაგრამ ჩვენს ყაზარმაზე არ მიუტანიათ იერიში. პირდაპირ რადარებს დაუშინეს. იქ კი ბუნკერებში სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოყვანილი ბიჭები იყვნენ, 18-21 წლის. ვინ სად გავრბოდით არ ვიცოდოთ.

”მეთაურებმა წინ გაგვისწრეს. საერთოდ არ ვიცი, ვინ იყვნენ. არც ერთს არ ვიცნობდით. ახალი ხალხი იყო. ადრე რომ გვავარჯიშებდნენ იმათგან არავის გვინახავს. დილამდე ტალახში ვიწექით. ჩვენ გაქცევას ვერ ვბედავდით, რომ დეზერტირობისთვის არ დავეჭირეთ”.

დილით, ცოტა რომ ჩაწყნარდა ყველაფერი, ოფიცრებიც დაბრუნდნენ და გვითხრეს, იარაღი და ფორმა ჩააბარეთ და წადითო. ისიც გავიგეთ, რომ ბუნკერში ბიჭები დაღუპულან. ზუსტი რიცხვი არ ვიცი, რადგან ხან ერთს ამბობდნენ ხან მეორეს. ბოლოს გვითხრეს 11-12 ბიჭია დაღუპულიო. მათ შორის 3 ფოთელი იყო.

დილის 8 საათზე მშობლებმა ჩამოგვაკითხეს მანქანებით. ამ დროს ცაზე ისევ გამოჩნდნენვერტმფრენები. ფორმის ჩაბარება კი მოვასწარით, მაგრამ იარაღი იქვე ოთახებში დავყარეთ და გამოვიქეცით.

ფოთშიც საშინელება დაგვხვდა. პორტის მე-7 ტერმინალის დაბომბვას რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჩვენი ახლობლებიც, შეეწირნენ.

ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ცოცხალი გადავრჩით. როცა იცი, რომ საბრძოლველად მიდიხარ, სხვანაირი ფსიქოლოგიური მომზადებაც გაქვს. აქ კი მოულოდნელად თავს დაგვატყდა გაუთვითცნობიერებელი საშიშროება”.

ახლა ფოთში სიმშვიდეა, თუმცა ქალაქის შესასვლელთან, მეშვიდე კილომეტრში ისევ სანგრებში სხედან რუსი ჯარისკაცები. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ისინი მოსახლეობას არ აწუხებენ. ქალაქში მხოლოდ საკვების და სიგარეტის საყიდლად შედიან და უფულოდ, ან ძალის გამოყენებით არაფერი მიაქვთ.

დროდადრო მერიის ინიციატივით გამართული საპროტესტო აქციები კი ურღვევთ მყუდროებას, მაგრამ ფეხს არ იცვლიან. ამბობენ, რომ ასეთი ბრძანება აქვთ.

როგორც ფოთელები ამბობდნენ, რუსის ჯარის იქ ყოფნა ამერიკული გემების მოლოდინით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ოფიციალური მოსკოვი ეჭვობს, რომ ამერიკელები სამხედრო გემებს მარტო ჰუმანიტარული ტვირთის შემოსატანად არ გამოიყენებდნენ.

მოგვიანებით ფოთიდან ისიც გვაცნობეს, რომ პორტში კიდევ ერთი ამერიკული გემი შემოვიდა და მას დროშებითაც დახვდნენ. რაც შეეხება პორტის მუშაობას, იგი მართლაც აღდგენილია. მოძრაობა დაიწყო რკინიგზამაც, რომელიც სხვადასხვა გადამტვირთავი კომპანიების დაკვეთით, შემოსულ ტვირთს აზერბაიჯანის მიმართულებით გზავნის.

Просмотров: 834 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz