ორშაბათი, 30.12.2024, 17:34
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » ბაღები და ბაგა-ბაღები მინიმუმ 1 წლით დაიხურება
ბაღები და ბაგა-ბაღები მინიმუმ 1 წლით დაიხურება
01:38
ბაღებსა და ბაგა-ბაღებში, სავარაუდოდ, აკადემიური წელი გამოცხადდება, რადგან იქ დევნილებია შესახლებული. უამრავ პრობლემას კიდევ ერთი დაემატება. ამ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი მინიმუმ 1 წლით უმუშევარი დარჩება. გაურკვეველია მათი სახელფასო ანაზღაურების საკითხი.

ამასთან, მცირეწლოვან ბავშვთა მშობლებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ. სად მიიყვანონ და ვისთან დატოვონ თავიანთი პატარები, როდესაც ისინი თავიათ სამსახურებს მიაშურებენ. მთელი თბილისი კერძო ბაღების იმედად რჩება, რომელთა მომსახურეობაზე მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება.

სკოლამდელ დაწესებულებებში აკადემიური წლის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მამუკა ქაცარავას თქმით, ამჟამად თბილისში 27 ათასი დევნილი იმყოფება, მიმდინარეობს მათი საჯარო სკოლების შენობებიდან საბავშვო ბაღებსა და სხვადასხვა ობიექტებში გადაყვანის პროცესი.

- “სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან უნდა განახლდეს. შესაძლოა, ზოგიერთ სკოლაში ამ პროცესმა ორი კვირით დაიგვიანოს და 28 სექტემბრის შემდეგ დაიწოს, რადგან სკოლებში სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი”, - აღნიშნა ქაცარავამ, რომელმაც დაადასტურა, რომ ბაღებისა და ბაგა-ბაღების მოქმედების პროცესი კვლავ გაურკვეველია.

- “ყველაფერი გაკეთდება, რათა სასწავლო პროცესი არ ჩაიშალოს, სხვა ამ ეტაპზე ალტერნატივა არ არსებობს და დევნილებს კარვებში ვერ შევიყვანთ”, - ამბობს ქაცარავა.

ის, რომ სკოლებში სწავლა ნამდვილად დაიწყება, ამას განათლების მინისტრი გია ნოდიაც ადასტურებს, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა. მან მოინახულა სოფელ ჭითაწყალის საშუალო სკოლა, რომელსაც რუსებმა რამდენიმე ჭურვი ესროლეს და დააზიანეს.

- “მიუხედავად დაზიანებისა, როგორც ამ სკოლაში, ასევე მთელ სამეგრელოს რეგიონში 15 სასწავლო პროცესი სექტემბერს დაიწყება, იმუშავებს ყველა საშუალო სკოლა”, - აღნიშნა მინისტრმა, თუმცა არც მას უთქვამს, რა ელის ბაღებსა და ბაგა-ბაღებს.

საქართველოს პედაგოგთა პროფესიული კავშირი კი სკოლამდელ დაწესებულებებში აკადემიური წლის შესაძლო გამოცხადებას აპროტესტებს. მათ დანამდვილებით გაარკვიეს, რომ წლეულს სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში აკადემიური წელი ცხადდება.

როგორც პრესკონფერენციაზე პედაგოგთა პროფესიული კავშირების პრეზიდენტმა მანანა ღურჭუმელიძემ აღნიშნა, მათი კავშირი წინააღმდეგია, რომ საბავშვო ბაღებში შესახლებული დევნილები იქიდან იძულებით გამოასახლონ და კარვების ქალაქში გადაიყვანონ. აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია, რომ სხვაგვარად მოგვარდეს.

კერძოდ კი, პედაგოგთა პროფკავშირის მონაცემებით, დღესდღეობით არის იმის შესაძლებლობა, რომ თბილისში არსებულმა სკოლებმა ორცვლიანი განრიგით იმუშაონ. აქედან გამომდინარე, დევნილებისათვის სკოლებშიც გამოთავისუფლდება ადგილები და საბავშვო ბაღიც და სკოლაც სასწავლო პროცესის განახლებას ერთდროულად შეძლებენ.

მანანა ღურჭუმალიძის თქმით, ის, რომ სკოლამდელ დაწესებულებაში ბავშვები ორი თვე არ მივიდნენ, დასაქმებული ადამიანების პარალიზებას გამოიწვევს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი იუნისეფისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს ესაუბრა და ისინიც დახმარებას დაჰპირდნენ. თბილისში 70 ბაღი უკვე გაუქმებულია და გასაყიდადაა გამზადებული. ამ საკითხებთან დაკავშირებით, ღურჭუმელიძე თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან შეხვდრაზე ოცნებობს.

Просмотров: 941 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz