პარასკები, 26.04.2024, 06:50
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » ყაჩაღური თავდასხმები გოგონებზე თბილისში
ყაჩაღური თავდასხმები გოგონებზე თბილისში
17:00
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოში კრიმინოგენული ვითარება ძალიან გამწვავდა. ამის მიზეზად ხონის კოლონიიდან 150 პატიმრის გაქცევას ასახელებენ, რომელთან უმეტესობა ახლა კვლავ თავისუფალია და “ძველ ხელობას” აგრძელებს.

როგორც თბილისში ამბობენ, ყაჩაღები მსხვერპლად ძირითადად ქალებს ირჩევენ, რადგან მათი გაძარცვა უფრო ადვილია. გარდა ამისა, ძვირფასეულობას პირველ რიგში სწორედ ქალები ატარებენ.

შოთა ლაფერაძე, ფილოლოგი: “ქართველი კაცი ოდითგანვე სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, ქალის დამცველისა და ერთგვარი პირადი მცველის მოვალეობასაც კისრულობდა, ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში კაცის მხრიდან ქალის დაცულობის ხარისხი ყოველთვის მაღალი იყო და არც ანგლოსაქსურ ჯენტლმენობას, ანდა ლათინურ გულმაგრობას ჩამოუვარდებოდა რაიმეთი.

ერთი კვირის წინ ავლაბარში ჩემი თვალით ვნახე ერთმა ახლგაზრდა კაცმა თავისი საცოლის თუ დანიშნული გოგონას გულისთვის რამხელა გმირობა გამოამჟღავნა. ხუთი შეიარაღებული მძარცველის წინაშეც კი არ დაუხევია უკან და სასტიკად სცემა ისინი. მე ამ ამბავმა, ქართველებისთვის საამაყო წიგნის “ვეფხისტყაოსნის” შინაარსი გამახსენა, სადაც ქალის სიყვარულის გამო ქართველი მამაკაცების მხრიდან, დიდი დაბრკოლებების გადალახვაზეა ძირითადად გალექსილი ქართული ისტორიები”

გარეუბანთა ვნებანი
გოგონების უმეთვალყურეოდ გაშვებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილები ძირითადად ქალაქის გარეუბნებია. მით უმეტეს, როდესაც ბნელა და ამ ადგილებში ხანდახან გარე განათება არაა. ბნელი სადარბაზოები და ვიწრო, კერძო დასახლებების “შუქები” “მშვენიერი” თავშესაყარია მძარცველების, ანდა სექსუალური მოძალადეებისთვის, რომელთა ნაკლებობასაც სამწუხაროდ ბოლო დროს ნამდვილად არ უჩივის თბილისი.

ასეთი ადგილები პოლიციისათვის ძალზე ძნელი საკონტროლებელია და როგორც ირკვევა, სხვადასხვა ტიპის დანაშაულებათა რაოდენობის 80% გარეუბანში მომხდარ შემთხვევბზე მოდის.

გია კაკაბაძე, ყოფილი პოლიციელი: “თუ კი ბნელ ადგილებში ქალის მარტო ღამეული გასვლა აუცილებელია, ვურჩევდი, რომ მან წინასაწარ გააფრთხილოს თავის მისვლასთან დაკავშირებით ის ადამიანები, რომელთანაც მიემგზავრება და შედარებით განათებული ადგილიდან მიაცილებინოს თავი დანიშნულების ადგილამდე. ანდა ამ ამბისათვის ყველაზე ნაკლებად სახიფათო სატრანსპორტო საშუალებით - ტაქსით ისარგებლოს და თავი უშუალოდ იმ სახლის კარამდე მიაყვანინოს, სადაც მიემგზავრება.

თავის დროზე, ჩვენი მრავალი კვლევის მიუხედავად, ამ ორ ვარიანტზე ეფექტური გამოსავალი ვერ მოვიძიეთ”

მეტროს არ ენდოთ
ალბათ ყველას გსმენიათ მეტროპოლიტენში ყველას თვალწინ მომხდარი ყაჩაღობის შემთხვევებთან დაკავშირებული ამბები და ამ შემთხვევბის მსხვერპლი, როგორც წესი, ძირითადად ახალგაზრდა გოგონები ხდებიან. ყველას კარგად აქვს გათავისებული, რომ ძალადობა შესაძლებელია ადრე თუ გვიან, მათაც შეიძლება დაატყდეთ, მაგრამ ამის საწინააღმდეგო ზომების მიღება მაინც საკმაოდ რთულია.

მეტროპოლიტენში მოძალადეების მეთოდები საკმაოდ მარტივია. ერთი ან რამდენიმე კაცისგან შემდგარი მძარცველების ჯგუფი ჯერ კიდევ მატარებლის ვაგონშივე ამოიღებს მიზანში მარტო  მყოფ გოგონას, რომელსაც ყელზე, თითზე ან ყურზე ძვირფასი სამკაული უკეთია. რომელიმე მათთვის ნაკლებად სახიფათო სადგურში ვაგონის კარის დახურვამდე რამდენიმე წამიღა რომ არის დარჩენილი, მისცვივდებიან გოგონას და უსწრაფესად გლიჯავენ სხეულიდან ძვირფას ნივთებს. ხოლო როდესაც უკვე ვაგონის გარეთ გარბიან, კარიც იკეტება და რამდენმა ადამიანმაც არ უნდა მოინდომოს შეურაცხყოფილი ქალის გამოსარჩლება, ყველაფერი უკვე გვიანაა და მატარებელიც იძვრება.

ამ დროს მოძალადეები არაფერს ერიდებიან, ბაქნიდან თითის ბებუთით მოჭრით დაწყებული, საყურის სწრაფად ვერმოხსნის გამო, ყურის ჩამოხევით დამთავრებული. ყველაზე მეტად გავრცელებული ეს უკანასკნელი შემთხვევაა.

სპეციალისტები მეტროპოლიტენში თავდაცვის სამ აუცილებელ წესს გვთავაზობენ:
1. მეტროთი მიმავალი ქალი უმჯობესია რაც შეიძლება შორს დადგეს ვაგონიდან გამავალი კარისაგან. ამ შემთხვევაში მოძალადეების სწრაფად ვაგონიდან გაქცევის ალბათობა მცირდება.
2. ასევე, ძალიან კარგია, თუ თქვენ ახლობელ ქალებს ურჩევთ, რომ მაქსიმალურად მოერიდონ მეტროპოლიტენში ძვირფასი სამკაულების ყველას დასანახად გამოჩენას. უმჯობესია, საღამოობით, მეტროში ჩასვლის წინ ყველა ძვირფასეულობას დროებით მაინც მოიხსნან.
3. უმჯობესია, თუ ქალი მეტროპოლიტენით მგზავრობისას პოლიციისა თუ სამხედროფორმიან მამაკაცებთან დაიკავებს ადგილს. თვითონ მძარცველებიც ძალიან ერიდებიან “ფორმიანების” თვალწინ ძალადობას.

Просмотров: 840 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz