პარასკები, 29.03.2024, 09:14
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: Forum.ge პოლიტიკის გარეშე
ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: Forum.ge პოლიტიკის გარეშე
22:35
წინა კვირას ყველაზე პოპულარული ქართული ინტერნეტფორუმი: ფორუმ.გე ჩაირთო, მაგრამ დახეთ ფორუმელების გაოცებას, როდესაც აღმოაჩინეს, რომ მრავალჭირნახულ ფორუმზე ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი – პოლიტიკის განყოფილება გამორთული იყო.

ფორუმელებს როდის მიეცემათ პოლიტიკაზე საუბრის საშუალება, ეს მხოლოდ ღმერთმა და ზემდგომმა უ(მ)ფროსობამ თუ იცის, მანამდე კი, ტიტველ ქალებზე, მარჯვენასაჭიან მანქანებზე, მობილურ ტელეფონებსა და მეორედ მოსვლაზე ილაპარაკეთ, რამდენიც გინდათ.

 პოლიტიკით დაინტერესებულ ქართველ ფორუმელებს საინფორმაციო ვაკუუმის შევსება კვლავ სხვადასხვა, შედარებით პატარა და მცირე რეიტინგიან ფორუმებზე უწევთ, თუმცა ეს ვერას დააკლებს ფორუმელს, რომელსაც აზრის გამოხატვა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

რუსეთად წოდებულმა უცნაურობამ წინა კვირას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ღიმილის მომგვრელი დამოუკიდებლობა სრული სერიოზულობით აღიარა. ამას რა შედეგები მოჰყვება, სულ მალე ვნახავთ, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, კოკოითს მართლა სჯერა, რომ დამოუკიდებელი “რაღაცის” პრეზიდენტია.

Zazabichi: “ავადსახსენებელი აღიარების გამო ყურების ჩამოყრა ან ემოციაა ან დილეტანტიზმი. აღიარების ფაქტორი ოკუპაციამდე ბევრად უფრო საზიანო იქნებოდა. ახლა რუსეთის კარტს უკვე ყველა ხედავს და თან ჯოკერიც აღარ უჭირავს, რადგან ის ცალსახად კონფლიქტის მხარეა ყველა გახელილი და დახუჭული თვალისათვის.

ალბათ ახლა თავში ხელს ირტყამენ “მონღოლები”, რადგან აგვისტომდე მდგომარეობით რომ ეღიარებინათ, ბევრად უფრო დიდ დარტყმას მიაყენებდნენ ჩვენს სახელმწიფობრიობას, ვიდრე ეს სამხედრო ოკუპაციით შეძლეს”

მიყვარს ოპტიმისტი ხალხი; ისეთი ხალხი, შიშისაგან რომ არ კანკალებენ და ავტობუსებში ყველას გასაგონად არ მოსთქვამენ – ქვეყანა იქცევაო!

მე და იან გილანი ჯერ კიდევ როდის ვამბობდით, რომ “იურმალას” და “ევროვიზიის” მსგავს კონკურსებს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებიც კი სჯობდა, მაგრამ ვინ მოგვისმინა...

Licemer: “რუსეთში არა მარტო ოლიმპიადა უნდა ჩაიშალოს, არამედ მომავალ წელს დაგეგმილი "ევროვიზიის" კონკურსიც. ერთი კვირის წინ პუტინმა "ევროვიზიის" კონკურსის ჩატარების ღონისძიების ორგანიზების განკარგულებას მოაწერა ხელი და თქვა, რომ ღონისძიება გრანდიოზულად უნდა ჩავატაროთო.

ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს და ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს კონკურსი არ ჩატარდეს რუსეთში. უპრიანი იქნება, ევროპის ყველა ქვეყანამ უარი განაცხადოს ამ კონკურსში მონაწილეობაზე. ჩვენც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებით... იქნებ რომელიმე თქვენგანს აქვს იდეა, თუ როგორ და რა ფორმით უნდა უნდა მივაღწიოთ ამას.

იქ სადაც "მღერის" კოკოითი-ბაღაფშის დუეტი, ცივილურმა სამყარომ ბოიკოტი უნდა გამოაცხადოს... ”იუზერებო”, რეალურად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ კონკურსს ცივილურმა სამყარომ ბოიკოტი გამოუცხადოს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ. რუსებისთვი ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა...”

ვერაფერს იტყვი, მშვენიერი იდეაა. თუ მართლაც მოხერხდა და წლევენდელი “ევროვიზიის” კონკურსი მოსკოვში არ ჩატარდა, თუნდაც დიმა ბილანის დაბოღმვა რად ღირს...

ფორუმელ GODDESS მოაჩნია, რომ სამეგრელოსთან დაკავშირებული რუსული პროპაგანდა მალე ახალი ძალებით დაიწყება.

“რუსეთს შეიძლება ჰქონდეს საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილი, მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს გარეშე იმ ძველი იმპერიის აღდგენა შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რომლის მნიშვნელობაც არა მხოლოდ რუსეთისთვის არის გადამწყვეტი, არამედ ამერიკისა და ევროპის სხვა ქვეყნებისათვის. მე არ მგონია, რომ გინდ საქართველომ, გინდ დანარჩენმა მსოფლიომ ჩვენი ქვეყანა "დაუთმოს" რუსეთს. თუმცა არ მომწონს ბოლოდროინდელი რუსული პროპაგანდა სამეგრელსთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით, შესაძლოა კი გვეცინებოდეს მათ საქციელზე.. მაგრამ რაღაც სერიოზული საფუძველი და დასაყრდენი რომ არ ჰქონდეს რუსეთს, არ წამოეკიდებოდა ამ საკითხს საერთოდ. რამდენად არსებობს ნეტავ იმის შანსი, რომ სამეგრელო როდისმე ჩვენი ქვეყნის ერთ ერთ პრობლემურ რეგიონად გადაიქცეს?”
ვერ მივართვით!

ერთ-ერთი ფორუმელი ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ვერსიას აყალიბებს. მისი აზრით, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე მეოცნებე რუსეთს აწყობს საერთაშორისო იზოლაცია, რათა სწორედ იზოლაციაა დემოკრატიისაგან თავდაცვის ერთ-ერთი ხერხი.

Opizar: “ომის დაწყებიდან და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რატომღაც დავკარგე ანალიზის უნარი. ბევრი აზრი მიტრიალებდა თავში, განვიხილავდი უამრავ ვერსიას, როგორ შეიძლებოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი.. მაგრამ კონკრეტულ დასკვნებს ვერ ვაკეთებდი, ვებღაუჭებოდი რამოდენიმე ოპტიმისტურ ვერიას, მაგრამ - უშედეგოდ. დღეს დილიდან ბევრი ვიფიქრე, რამოდენიმე ნეიტრალური ანალიტიკოსის სტატია წავიკითხე და დაახლოებით ასეთ აზრზე ვარ: რუსეთის ხელისუფლება ცდილობს აღადგინოს საბჭოური რეჟიმი. ამისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პროპაგანდა საკუთარ მოსახლეობაში და კავკასია-უკრაინა, უშუალოდ კი, შავ ზღვაზე დიდი გასასვლელი. თუ როგორ მიდის ანტი-დასავლური და ანტი-ევროპული პროპაგანდა რუსეთში, როგორ აშუქებენ საინფორმაციო საშუალებები ამა თუ იმ მოვლენას, ყველას კარგად მოეხსენება. რაც შეეხება საერთაშორისო იზოლაციას, რუსეთს ეს აბსოლუტურად აწყობს, რათა განახორციელოს საბჭოური რეჟიმის სრულყოფა. ანუ აქცენტი კეთდება ისევ და ისევ საკუთარ მოსახლეობაზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, იზოლაციასა და გამიჯნვაზე სხვა მსოფლიოსგან. ეს გამიჯნვაც აუცილებელი კრიტერიუმია საბჭოური რეჟიმის დამყარების. ანუ სპეციალურად აკეთებს ამას”

რუსეთის მოქალაქეებს იზოლაცია არ სჭირდებათ. წლების მანძილზე, ისინი ისედაც ფაქტობრივ იზოლაციაში არიან. იზოლაცია ხომ რუსეთის მუდმივი “სავიზიტო ბარათია”...

არსებობს მოსაზრება, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, შესაძლებელია საქართველოს “ავღანეთიზაცია” დაიწყოს. ესღა გვაკლია ზუსტად...
 
ქელბექ: “ომით ვერ გაგვანადგურებენ, თუ ბოლომდე ვიომეთ და შევინარჩუნეთ დასავლური კურსი. II მსოფლიო ომის მერე მთელი ევროპა აღადგინეს და პატარა საქართველოს აღორძინება არ იქნება პრობლემა. ავღანეთის განადგურება ომის პირდაპირი შედეგი არ ყოფილა, უბრალოდ ომმა იქ ფუნდამენტალიზმი გააღვივა და მაგან დაღუპა. ერთმანეთის დაჭმა თუ დავიწყეთ, ავღანეთად, აი, მაშინ ვიქცევით”

საქართველოს გამო ამერიკაში ისეთი ალიაქოთია ატეხილი, მეტი რომ არ იქნება... მაკკეინი და ობამა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამ ხალხს ალბათ არ გაუგით გოგი თოფაძის ისტორიული ფრაზა: ჯერ საქმე და მერე პიარი!
 
druncha1: “გერმანიიდან ჩამოსული თვითმფრინავით უკვე შემოიტანეს “სტინგერები” და “ჯაველინები”. ისე, მაკკეინის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ომის პირველივე დღეს ყვიროდა, რატომ არ ვეხმარებით სამხედრო ტექნიკითო, რაზეც ობამას წარმომადგენელმა უპასუხა - აი, ესაა თქვენი რესპუბლიკური ხელისუფლება, უახლოეს მოკავშირესაც არ ეხმარებითო და დააყარეს ერთმანეთს - საქართველოს ხარჯზე ქულების დაწერა მოისურვეს.

ჯო ბაიდენის ადრინდელი პოზიცია რომ არ ვიცოდე საქართველოსთან დაკავშირებით, ვიფიქრებდი, რომ ობამამ სპეციალურად გამოუშვა. თუმცა, რა ვიცი...”

ეჰ, ბარემ ჯობდა, ეგ იარაღი ერთი თვის წინ მაინც გვქონოდა, თუმცა რუსების გამწარება გვიან არასოდეს არ არის.

ფორუმელ კოკოლინასაზრით, რუსეთის მიერ აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, შეიძლება საქართველოს გაერთიანების დასაწყისიც იყოს. როგორ და რანაირად მოხდება ეს, ცოტა გაუგებარია, მაგრამ კარგი ამბავი ყოველთვის სასიხარულოა.

“ჰა, რას ვშვებით, ვიცვამთ ძაძებს და ვიწყებთ წყევლას?! რა ამოშანთული აქვს ხალხს აზროვნება. აღიარონ კი არა, ნეტა რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას გამოაცხადებდნენ - მით უფრო დიდი შანსი უჩნდება საქართველოს მაგათი გათრევის, რაც უფრო მეტად გადალახავენ წითელ ხაზს. ისე ვფიქრობ, რომ იმდენად დაავადებულია ეგ ხალხი, III მსოფლიო ომის დაწყებაც არ მოერიდებათ, ნუ აქ უკვე ნატო, საქართველო და ტერიტორიები არაფერ შუაშია, მუნდირისა და ”ძერჟავის” ღირსების დასაცავად. მიდი, ვანია, მიდი, კიდე კაი, მეტი ტვინი არ დაგატანა ღმერთმა, თორემ კი იყო ბეწვზე ჩვენი საქმე დაკიდებული”

ვამბობთ რუსეთს და ვგულისხმობთ აგრესორებს. ვამბობთ აგრესორებს და ვგულისხმობთ მტერს. ვამბობთ მტერს და ვიგინებით...

kartvely: “ამ ავტონომიების აღიარებით რუსეთი საკუთარ თავს უთხრის ძირს,
ამის შემდეგ დიდი სტიმული მიეცემათ რუსეთის რესპუბლიკებს, იფიქრონ რუსეთიდან გამოყოფასა და მის დაშლაზე. რუსთის ისეთ ავტონომიებს, როგორებიც არიან ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ლეკეთი, თათარისტანი, კალმიკია და ასე შემდეგ, არავითარი საერთო არ აქვთ რუსებთან და დაპყრობილები არიან. ჩვენ უფრო გვაქვს რაღაც საერთო რუსებთან, ვიდრე მის დაპყრობილ ავტონომიებს. გული არ გაიტეხოთ, ჩემო საყვარელო ქართველებო! შორს ვარ, მაგრამ სულითა და გულით თქვენთან ვარ. ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!”

იმედია, საქართველოში ახლა ვეღარავინ გაბედავს, რუსებს “ერთმორწმუნე ძმები” უწოდოს. ერთმორწმუნეები ეძახეთ თქვენ და ოკუპანტები ქე ყოფილან.

Просмотров: 874 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz