იმ წუთიდან, როცა დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა ბრანებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე, დამარცხებული საქართველო ომიდან უმალ გამარჯვებული გამოვიდა. დროა, მიხეილ სააკაშვილმა ხელში აიღოს ტელეფონი, დაურეკოს დიმიტრი მედვედევს და უთხრას: ”გმადლობთ, კოლეგა”, - მიიჩნევს ცენტრალური აზიის საკითხებში საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის (International Crisis Group) პროექტების დირექტორი პოლ ქუინ-ჯაჯი, რომლის ინტერვიუს გაზეთი ”Christian Science Monitor” აქვეყნებს
. - ”მას შემდეგ, რაც 1999 წელს ვლადიმერ პუტინი სამყაროსადმი თავისი სასტიკი და უკომპრომისო მზერით ხელისუფლებაში მოვიდა, პირველად მოხდა ის, რომ მის მოსაზრებებს სერიოზული ადამიანები არ იზიარებენ. მმართველი ელიტის უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ პუტინის სახით რუსეთს ეპოქის შესაფერისი ლიდერი ჰყავდა, ახლა კი უკვე ეჭვი ეპარებათ და მძიმე დღეებისთვის ემზადებიან. ისინი, პუტინისგან განსხვავებით, კარგად აცნობიერებენ, რომ რუსეთის საერთაშორისო არენაზე დაბრუნება არასახარბიელო ფორმით მოხდა, ქვეყნის ავტორიტეტი შეილახა. რუსეთი სახიფათო მახეში გაება. მსოფლიოს სურს, ამ ქვეყნამ თავი დააღწიოს მხუთავ ბიუროკრატიასა და კორუმპირებულ კაპიტალიზმს. პუტინის სამეფოს ბზარი უჩნდება: ძლიერი ადამიანი სუსტი მხარეების დემონსტრირებას იწყებს” - წერს ”Christian Science Monitor”.
|