ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლონდონის სამხედრო ორკესტრის ორმოც (!) მუსიკოსს აუკრძალა მონაწილეობის მიღება მოსკოვის ფესტივალში “კრემლის ალიონი”. გადაწყვეტილება საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული მოქმედებების შემდეგ იქნა მიღებული.
- “საქართველოში რუსეთის საომარი მოქმედებების ფონზე, ჩვენ უკვე არ მიგვაჩნია შესაძლებლად, რომ ბრიტანეთის სამხედრო ორკესტრი ამ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავროს”, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა.
იგი ადრე აფრთხილებდა, რომ რიგ საკითხებში დიდ ბრიტანეტსა და რუსეთს შორის, შესაძლებელი იყო თანამშრომლობის შეწყვეტა.
|