შაბათი, 21.12.2024, 15:30
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » ქართული ინტერნეტ-ფორუმის გათიშვა სამთავრობო დონეზე გადაწყდა
ქართული ინტერნეტ-ფორუმის გათიშვა სამთავრობო დონეზე გადაწყდა
22:36
საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ ფორუმზე - www.forum.ge - ზოგიერთმა მომხმარებელმა დაიჩივლა, რომ გარკვეული შეზღუდვები დაწესდა პოლიტიკური თემების განხილვისას.

ფორუმის ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ვებ-გვერდმა განაახლა ფუნქციონირება შეიარაღებული კონფლიქტის გამო რამდენიმე კვირიანი სამუშაო პაუზის შემდგომ, 1 სექტემბერს შემდეგი შინაარსის განცახდება გამოაქვეყნა: ”დიდი თხოვნა ყველასთან: ნუ გავაკეთებთ ისე, რომ ფორუმი ისევ დაიხუროს. ქვეყანაში ჯერ კიდევ არის საომარი მდგომარეობა [რომელიც 4 სექტემბერს გაუქმდა], პირველ რიგში საჭიროა ერთმანეთის თანადგომა და არა უპასუხისმგებლო განცხადებები და შიდა განხეთქილებები. ამიტომ: ყველას მოვუწოდებ მაქსიმალურად შეიკავოს თავი ისეთი პოსტებისგან, რომლებიც მოიცავს: ნებისმიერი ისეთი სახის ინფორმაციის დაწერას, რაც სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაუმართლებელი იქნება შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით. ქვეყნის შიდა განხეთქილებების ხელისშემწყობ განცხადებებს”.

ამ განცხადების გავრცელებას მოჰყვა ერთ-ერთი პოლიტიკური თემის ვებ-გვერდიდან ამოღება, რამაც ზოგიერთი მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია. ერთმა დაწერა: ”რა აზრი ჰქონდა ფორუმის გახსნას თუ მიშა მაგარია უნდა დავწეროთ? ” კიდევ ერთი მომხმარებელი კი წერდა: ”ფორუმები იმისთვის არსებობენ, რომ ადამიანმა გამოხატოს თავისი პოზიცია... ნუ გელანდებათ ყველგან აგენტები”.

3 სექტემბერს ფორუმის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკური თემების განხილვა ”დროებით დახურულია”.

იმავდროულად, საქართველოს მთავრობა აგრძელებს .ru დომენის დაბლოკვას. ამ ქმედების გამო ბევრი ინტერნეტ-მომხმარებელი proxy სერვერების მეშვეობით მაინც ახერხებს რუსულ ვებ-გვერდებზე შეღწევა

Просмотров: 927 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz