პარასკები, 29.03.2024, 05:23
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » უკრაინა რუსეთს ყირიმში შეჭრის მზადებაში ადანაშაულებს
უკრაინა რუსეთს ყირიმში შეჭრის მზადებაში ადანაშაულებს
13:00
უკრაინა რუსეთს ყირიმში შეჭრის მზადებაში ადანაშაულებს. როგორც სააგენტო AFP-ი იუწყება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ოგრიზკომ რუსეთის ხელისუფლება ყირიმის მოსახლეობისთვის საიდუმლოდ რუსული პასპორტების დარიგებაში დაადანაშაულა იმ მიზნით, რომ სამომავლოდ შესაძლო შეჭრის შემთხვევაში ეს საქციელი საკუთარი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობით გაამართლოს. გერმანულ Frankfurter Allgemeine Zeitung-თვის მიცემულ ინტერვიუში, რომელსაც სააგენტო ეყრდნობა, ოგრიზკო აცხადებს, რომ ყირიმის დედაქალ სიმფეროპოლში რუსეთის საკონსულო უკრაინის მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს ურიგებს და უარს აცხადებს უკრაინის ხელისფლებისთვის პასუხის გაცემაზე იმის შესახებ, თუ რამდენი პასპორტია გაცემული. მისივე თქმით, "მიმდინარე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ რუსეთი თავის მოქალაქეებს დაცვას საზღვარგარეთაც დაჰპირდა". "კრიზისულ პერიოდში მოქალაქეები უბრალოდ საკუთარ სახლებში ბრუნდებიან. უკრაინისთვის მიუღებელია, როდესაც მოქალაქეების დაცვის არგუმენტი იქცევა სამხედრო ინტერვენციის საბაბად", - განაცხადა უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა. ამასთან, ოგრიზკომ არაორაზროვანი პარალელი გაავლო ყირიმის სიტუაციასა და კავკასიაში რუსეთის ქმედებებს შორის. "რუსულმა მხარემ სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკის მოქალაქეების დაცვის საბაბით სამხედრო ძალები შეიყვანა. ბევრი მათგანი იმ დროისათვის რუსულ პასპორტებს ფლობდა და რამდენიმე ხანში მისი დამოუკიდებლობაც აღიარა" – განმარტა მან.
Просмотров: 777 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz