ოთხშაბათი, 24.04.2024, 23:33
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 6 » ჯონდი ბაღათურია დიდი რვიანის წევრი გახდა
ჯონდი ბაღათურია დიდი რვიანის წევრი გახდა
01:41
ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა “საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიას” მოაწერეს ხელი. არავინ იცის ამ დოკუმენტის მიღება რა საჭიროებას წარმოადგენდა, მით უმეტეს, რომ ხელისუფლებისადმი ნადვილად კრიტიკულად განწყობილ პარტიის წევრებს მასზე ავტოგრაფი არ დაუტოვებიათ და ხელმომწეწრთა რაოდენობა ამ ეტაპზე რვას შეადგენს.

ამ დოკუმენტის შექმნით ნაციონალურ მთავრობას მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს - შექმნას ფონი, რომ თითქოს საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთიანია და არავითარი კრიტიკული აზრი ქვეყანაში არ გაისმის. შესაბამისად, ჩადენილ ქმედებებზე (ტერიტორიების დაკარგვა, დაღუპულები, დევნილები, დანგრეული ეკონომიკა და ა.შ.) პასუხი არავის არ უნდა მოეთხოვოს.

ქარტიის შინაარსი, რომელსაც ხელს აწერენ დავით ბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი თარგამაძე, ჯონდი ბაღათურია, გია თორთლაძე, გია ცაგარეიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ზურაბ ტყემალაძე, ასეთია:

“რუსეთის ღია და დაუფარავი სამხედრო აგრესიის პირობებში მნიშვნელოვანია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ძირითად პრინციპებზე შეთანხმება. ჩვენ გვჯერა, მივიჩნევთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ

1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და რუსეთის საოკუპაციო ჯარმა სრულად დატოვოს საქართველოს ტერიტორია, რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაციაზე საუბარი შესაძლებელია მხოლოდ აღნიშნული ორი პირობის შესრულების შემდეგ.

2. საქართველო უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ევროკავშირთან მაქსიმალურად ინტეგრირებული ქვეყანა. აუცილებელია 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტზე საქართველოს მოსახლეობის მიერ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნათლად გამოხატული ნების აღსრულება.

3. საქართველოში შიდაპოლიტიკური პროცესები ყოველთვის უნდა რჩებოდეს კონსტიტუციის განსაზღვრულ ფარგლებში და ითვალისწინებდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

4. ქვეყანაში რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების, დემოკრატიზაციისა და შიდა რეფორმების პროცესის გაგრძელებისა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკური გარემოს შექმნის მიზნით, უნდა შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო. საბჭოს შემადგენლობა, მუშაობის პროცედურა, მანდატი და ფუნქციები განისაზღვრება დამატებითი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე”.

“საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტიის” ხელმოწერას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პიტერ სემნებიც ესწრებოდა. სემნებიმ აღნიშნულ დოკუმენტს ”შთამბეჭდავ” უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ დოკუმენტის მიღების შემდეგ უნდა გაგრძელდეს პოლიტიკური დიალოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შექმნილ ვითარებაში. მისივე თქმით, პარტიებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საომარი მდგომარეობის შემდეგ ქვეყანაში აღარ იქნება ისეთი ვითარება, როგორიც აქამდე იყო.

დავით ბაქრაძე აღნიშნულ დოკუმენტს ”მნიშვნელოვანს” უწოდებს და აცხადებს, რომ რუსული აგრესიის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის უნდა მოხდეს კონსოლიდაცია. “დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს, რომ სწორედ ეს პირები, რომლებიც ხელს აწერენ დოკუმენტს, რუსეთთან თანამშრომლობის ნებისმიერ კომბინაციაზე აცხადებენ უარს. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს მომავალი და მშვიდობა”, - აცხადებს დავით დაქრაძე.

ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი სამი დღის განმავლობაში იქნება ღია მიერთებისთვის. როგორც დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე დეპუტატმა პაატა დავითაიამ განაცხადა, პარტია “თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია იცნობს ამ დოკუმენტს, ეთანხმება მას და, სავარაუდოდ, საქართველოში დაბრუნებისთანავე დოკუმენტზე ხელს მოაწერს.

ნინო ბურჯანაძის ფონდის წარმომადგენლის თქმით კი, ბურჯანაძე ამჟამად თბილისში არ იმყოფება და იგი ქვეყანაში დაბრუნებისთანავე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს.

კიდევ ერთი ახლადგამომცხვარი ოპოზიციონერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ხელისუფლება და “ქრისტიან-დემოკრატები” ერთიანნი არიან.

- “აღნიშნულ ქარტიაზე ხელმოწერით ჩვენ გამოვხატავთ “ქრისტიან-დემოკრატთა” ყველა მხარდამჭერისა და საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციას - საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩვენ ერთიანი ვართ”, - განაცხადა თარგამაძემ.

“პოლიტიკოსთა ქარტიაზე” რეალური ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს ხელი არ მოუწერია. “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია აღიარებს საქართველოს საზღვრების ხელშეუხებლობას, ოკუპანტების ქვეყნის ტერიტორიიდან გასვლის აუცილებლობას და გმობს რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ, ასევე ეთანხმება ხელისუფლების საგარეო კურსს და იმას, რომ პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში უნდა წარმოებდეს კონსტიტუციის ფარგლებში, ჩვენთვის მიუღებელია ხელისუფლების მხრიდან შანტაჟი. კერძოდ ის, რომ თუ ვინმე არ მოაწერს ხელს ამ დოკუმენტს, მოხდება მათი ლუსტრირება და დადანაშაულება რუსეთთან ფარულ გარიგებებში”, - განაცხადა “გარეთიანებული ოპოზციის ეთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ.

ბესელია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რუსეთის აგენტები საკუთარ რიგებში უნდა მოიკითხოს. “ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს პიარ-ტექნოლოგიით ფასადის შექმნის მცდელობას, თითქოს ოპოზიცია და ხელისუფლება ერთიანია”, - აღნიშნა “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ხელისუფლების მიმართ “გაერთიანებული ოპოზიციის” მოთხოვნები იქნება გაჟღერებული, რომლებზეც მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.

“ახალი მემარჯვენეები” მიიჩნევენ, რომ “საქართველოს პოლიტიკოსთა ქარტია” არ არის იმ მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს სჭირდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას თქმით, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასერიოზული დოკუმენტია და მასში დეკლარირებული პუნქტები ჩვენს პოლიტიკურ ძალას არა ერთხელ აქვს აღიარებული. “ამ დროს და ამ სიტუაციაში ამის ხელახლა მტკიცებას და დაფიცებას ნამდვილად არ მივიჩნევ საჭიროდ”, - აღნიშნა ნაჭყებიამ.

ნატოში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით ახალი მემარჯვენეები ორი მოწვევის წინ პარლამენტში იყვნენ ინიციატორები, რომ საქართველოს ღიად გაეკეთებინა ამის დეკლარირება.

- “რაც შეეხება გაურკვეველი ფუნქციების მქონე ანტიკრიზისულ საბჭოს, მასში მონაწილეობას ჩვენ არ მივიღებთ”, - დასძინა ნაჭყებიამ.

Просмотров: 866 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz