გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ქართულ-რუსული კონფლიქტის საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.
შტაინმაიერის განცხადებით, რუსეთი და საქართველო უნდა დათანხმდნენ, რომ ექსერტებმა გამოიძიონ, ვინ დაძაბა ვითარება ცხინვალის რეგიონში, ვინ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი და რა გახდა ამის მიზეზი.
მისივე თქმით, საერთაშორისო გამოძიება, შესაძლოა, გაერო-სა და ეუთო-ს ეგიდით ჩატარდეს.
"სამომავლო ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვის და რა დონით ეკისრება პასუხისმგებლობა სამხედრო კონფრონტაციის დაწყებაზე. შესაძლოა, ეს ბოლომდე არ გაირკვეს, მაგრამ მოვუწოდებ რუსეთსაც და საქართველოსაც, დათანხმდნენ აგვისტოს დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე საერთაშორსიო გამოძიების ჩატარებას",_ განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა
|