ოთხშაბათი, 24.04.2024, 19:41
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 27 » სკოლებს შეკედლებული ბაღები 1 ოქტომბრიდან გაიხსნება
სკოლებს შეკედლებული ბაღები 1 ოქტომბრიდან გაიხსნება
14:32
ცხინვალის ომმა ყველა სიკეთესთან ერთად ბაგა-ბაღის აღსაზრდელი პატარებიც დააზრალა. დედაქალაქის საბავშო ბაღებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობაა თავშეფარებული. სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ის ოჯახები, სადაც მშობლები მუშაობენ და საბავშვო ბაღებზე დამოკიდებულნი დღეს გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

გლდანი - ნაძალადევის რიონის №14 ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები ხელისუფლებისაგან მათი მდგომარეობის გათვალისწინებასა და პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ. რაიონის ამ მჭიდროდ დასახლებულ უბანში ეს ერთი სახელმწიფო ბაგა-ბაღი მოქმედებდა და ბავშვები საკმაოდ შირო მანძილებიდან დაჰყავდათ აქ მშობლებს.

№14-ე ბაგა-ბაღის შენობაში გორის რაიონის სოფელ კარალეთისა და მეჯვრისხევიდან დევნილები არიან შესახლებულები. ამ ხალხს საცხოვრებელი სახლები არ დანგრევიათ, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო საკუთარ სოფლებში დაბრუნებისაგან თავს იკავებენ. როგორც “პრესა.გე”-სათვის გახდა ცნობილი, ამ ბაღში შესახლებულ დევნილებს შორის, მხოლოდ ერთი ოჯახია, რომელსაც საცხოვრებელი სახლი აღარ აქვს, ისინი სოფელ ტყვიავიდან არიან.

ადგილობრივი მცხოვრებლები გაგებით ეკიდებიან დევნილების გასაჭირს, მაგრამ ხელისუფლებას მათი მდგომარეობის გათვალიწინებასაც სთხოვენ. კერძო ბაგა-ბაღებში ბავშვების მიყვანის საშუალება თბილისელების დიდ უმეტესობას არა აქვს, ამდენად ყველა შემთხვევაში საშველს ისევ ხელისუფლებისაგან ელიან.

შორენა ქარჩავა, (მშობელი): სამი არასრულწლოვანი ბავშვი მყავს. მე და ჩემი მეუღლე ორივე ვმუშაობთ, ორი ბავშვი საბაგე ასაკის მყავს, ახლა ამბობენ აქვე №16 სკოლაში გაიხსნება ორი ჯგუფიო, მაგრამ იქ პირობები ბაღის ასაკის ბავშვებისათვისაც კი შეუფერებელია, არათუ საბაგე ბავშვებისათვის. მოვითხოვთ ერთი საძინებლიანი ჯგუფი ბაგისათვის ჩვენ ბაღში გახსნან, ამის საშუალების გამონახვა სავსებით შეასძლებელია.

ეკა ბერძენი (მშობელი): ლამის ყოველ დღე ვაკითხავთ ბაღს და ველოდებით როდის გამოინახება ჩვენთვის საშულება, რომ ბავშვები ბაღში ვატაროთ. ორი ბავშვი მყავს, ერთი საბაგე ასაკის, ერთი თუ მივიყვანე ბაღში და მეორე ვერა ჩემთვის რა განსხვავება აქვს? ყველა შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის საშიშროების წინაშე ვდგავარ, ახლანდელ დროში ვინ გაგიწევს ანგარიშს, ჩვენ რატომ უნდა გავუწიოთ მაშინ ხელისუფლებას ანგარიში? გვესმის დევნილების მდგომარეობა. სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში გამოენახათ ამ ხალხისათვის თავშესაფარი და რამდენიმე ბაღი მაინც დაეტოვებინათ ბავშვებისათვის.

მარიკა მჭედლიშვილი (მშობელი): მასწავლებლებიც გამოუვალ მდგომარეობაში არიან, გვეუბნებიან ჩვენ კი ვცდილობთ, მაგრამ მერიაში ამბობენ თავად მშოვბლები არ აქტიურობენო. როგორ ვიაქტიუროდ აქციები გავმართოთ? დევნილებს დახმარება ეკუთვნით და ეხმარებიან, ჩვენ ვინ დაგვეხმარება სამსახურები რომ დავკარგოთ, ამაზე არავის უფიქრია?

აღშფოთებული მშობლების სავსებით სამართლიანი პრეტენზიების მოსმენის შემდეგ “პრესა.გე” თავად დაუკავშირდა მერიის ცხელ ხაზს და როგორც იქ გვიპასუხეს, მერიისაგან ნებადართული ქონიათ ბაღის ადმინისტრაციებს, თავად გამონახონ ფართები სკოლის შენობებში და სკოლის დირექციასთან ერთად იზრუნონ საბაღე პირობების შექმნაზე

სექტემბრის მოახლოებასთან ერთად მშობლები იმედს იტოვებდნენ, რომ ხელისუფლება მათი და მათი შვილების ინტერესებს გაითვალისწინებდა და დევნილებს ბაგა-ბაღების შენობებიდან ალტერნატიულ თავშესაფარში გაიყვანდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს ხელისუფლებამ ახალი თავშესაფარი სწორედ პატარებს გამოუნახა და მათ სკოლის შენობებში ანაწილებენ.

სკოლებში არსებული ვითარება თუ სანიტარული მდგომარეობა რამდენად შეესაბამება ბაღის არსაზრდელებისათვის აუცილებელ მოთხოვნილებებს ეს კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ვინ იქნება ამ ბავშვების ფსოქოლოგიურ მდგომარეობასა და მათ ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი - კაცმა არ იცის.

როგორც ფსიქოლოგი ზურაბ მურვანიძე აცხადებს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს პრაქტიკა როდესაც ბაღის ჯგუფები შექმნილია დაწყებით სკოლებში, მაგრამ ეს ბავშვები სრულიად იზოლირებულნი არიან ერთმანეთისაგან სასწავლო საათების განმავლობაში.

- “ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ ადგილას მინახავს მოსამზადებელი ჯგუფები, რომლებიც პირველ კლასელებთან ერთად არიან, ჩვენთან ასეთი პრინციპი რომ უფროსი და უმცროსი კლასელები ცალ-ცალკე სკოლებში იყვნენ არ არსებობს. მითუმეტეს ახლა, ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში, ასე მოუმზადებლად სრულიად დაუშვებელია ბაღის ჯგუფების სკოლის შენობებში გახსნა. ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმათ წარმოდგენაც არ აქვთ ბავშვების ფსიქოლოგიაზე,” - მიიჩნევს იგი.

“პრესა.გე”-ს კითხვაზე უმჯობესი ხომ არ იქნებოდა ხელისუფლებას ისევ დევნილებისათვის მოენახა თავშესაფარი და ამით პატარა ბავშვების ფსიქიკაზე ეზრუნა(?), ზურაბ მურვანიძემ განახადა, რომ დევნილები თავად ხელისუფლებამ შექმნა და ახლა იმაზე მაინც უნდა ვიფიქროთ მათ ხარჯზე ბავშვების ფსიქიკა არ დავაზიანოთ.

- “დევნილებისათვის არანაირი ინფრა-სტრუქტურა არ იქმნება, ეს ხელისუფლება ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ბავშვებისა და ახალგაზრდების მომავალზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია,” - აცხადებს მურვანიძე.

ყველას საკუთარი გასაჭირი და პრობლემა ექმნება და ამას, რომ ხმამაღლა აღნიშნავს, ამაში გასაკვირი არაფერია. არც ამ პატარა ბავშვების მშობლებს დაუწყიათ ცხინვალის ომი და არც ამ დევნილებს. ხელისუფლება კი გამუდმნებით გვარწმუნებს რომ საომარი მდგომარეობის გადატანის მიუხედავად, ქვეყანაში პრობლემები არ არსებობს და საერთაშორისო ფინანსური დახმარებების წყალობით ყველაფერი რიგზეა, ეკონომიკა ვითარდება და განათლების სფეროც შეუფეხებლად აგრძელებს მუშაობას.

მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი მაკო ჭოლოშვილი ირწმუნება რომ პირველი ოქტომბრიდან ფუნქციონირებას დაიწყებს თბილისის 80-მდე ბაღი, რომლების უკვე გადაანაწილეს სხვადასხვა სკოლებში.

მისი ინფორმაციით, განათლების სამინისტროსთან ერთად მერიაში შექმნილია სპეიალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ადგილზე ეცნობა სამინისტროს მიერ გამოძებნილ სკოლის შენობებში არსებულ მდგომარეობას და ბაღისათვის ყველა საჭირო პირობების შექმნაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. გარდა ამისა, მერიის მითითებით თავად ბაღისა და სკოლების ადმინისტრაციები ერთმანეთში პირადი მოლაპარაკებების საფუძველზეც თანხმდებიან.

ჭოლოშვილმა ჩვენგან შეიტყო გლდანი-ნაძალადევის №14 ბაგა-ბაღის მდგომარეობა და მშობლებს ურჩია მედიისა და მერიის ნაცვლად დახმარებისათვის საკუთარი ბაღის გამგეს მიმართონ, რადგან მერიის შესაბამისი სამსახური ბაღის გამგეებთან ყოველდღიურად ურთიერთობსო.

- “ბაღები მუშაობას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებენ, მაგრამ ეს ყველგან ვერ მოხერხდება, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული დევნილებს როდის გაიყვანენ შენობებიდან. გლდანი-ნაძალადევის რაიონში ამჟამად სწავლა დაიწყო ნომერ პირველ ლოგოპედიურ ბაღში, პირველიდან კი სწავლას დაიყებენ გლდანის რაიონის ბაგა-ბაღები, ბაღები “აისი” და “იმედი”. ყველა ესენი გადავანაწილეთ სხვადასხვა სკოლებში. გლადანის 14-ე ბაგა-ბაღის ბავშვაბისათვის კი 16-ე სკოლაში გამოინახება უკეტესი ფართი და პირობები, თუ არადა სხვა სკოლას მოვნახავთ.”- განაცხადა მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკო ჭოლოშვილმა.

რაც შეეხება იმას თუ რა კატეგორიის ოჯახების ბავშვები ისარგებლებენ პრივილეგიით, მაკო ჭოლოშვილმა ასე განგვიმარტა: “პირველ რიგში დავაკმაყოფილებთ სოციალურად დაუცველი ოჯახებს, ასეთი ბავშვებისათვის ბაღი მარტო გაჩერების ადგილი არ არის, იქ ისინი საჭმლსაც ჭამენ. ზოგან მთლიანი კონტიგენტი მიდის და არ არის აუცილებელი კატეგორიების მიხედვით დაიყონ ბავშვები. ჩვენ ბაღებს მივეცით მითითება, რომ თუ სკოლებში განმოინახება საშუალება მთლიანი კონტიგენტით გადავიდნენ, სადაც არ არის ამის საშუალება იქ უნდა დავიცვათ ეს პრიორიტეტები და ჯერ სოციალურად დაუცველი და ის ოჯახები დავაკმაყოფილოთ, სადაც მშობლები მუშაობენ და მათ ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ, აგრეთვე ისეთი ოჯახებიც, სადაც ერთზე მეტი ბავშვი არის საბაღე ასაკის”.

რაც შეეხება დაფინანსებას, მერია კვლავ აგრძელებს ხალემწიფო დოტაციაზე მყოფი ბაღების დაფინანსებას და პედაგოგებიც ხელფასებს ჩევულებრივად მიიღებენ, იმისდა მიუხედავად შემცირებული ჯგუფების პირობებში მოუწევთ სამსახურში გასვლა თუ არა.

მაკო ჭოლოშვილი: ბაღებში ადგილების არ ქონა ეს მშვიდობიან ვითარებაშიც სრულიად ბუნებრივი რამ არის, მაგრამ ახლა ეს პრობლემა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით არის გამოწვეული, ესეც უნდა გაიგოს ჩვენმა მოსახლეობამ რომ , ეხლა არის გამოუვალი მდგომარეობა, უბრალოდ ძალიან ბევრი დევნილია ქალაქში. როგორც კი დევნილების დაბრუნების პროცესი დაიქყება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება, რადგან დევნილებისათვის შენდება საცხოვრებელი სახლები, ბაღებიც განთავისუფლდება. პირველი ნაკადი სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გავა ქალაქიდან. ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ბაღების გამგეებთან, მშობლებმა უმჯობესია მიმართოს დირექტორს და არა მერიას ან ჟურნალისტებს, სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ზოგჯერ ისიც ხდება რომ ბაღიდან უკვე გავიდნენ დევნილები და იქ შეიძლება გაიხსნას ერთ ჯგუფი მაინც”.

Просмотров: 859 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz