ზერბაიჯანის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს შეამციროს ევროპაში ნავთობის ექსპორტი და გაზარდოს მისი გადაზიდვა რუსეთსა და ირანში.
აზერბაიჯანი, როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყანა არის ადგილი სადაც არსებობს კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის სახით, და სადაც არსებობს რისკი სიტუაციის დაძაბვის, განსაკუთრების საქართველოში მომხდარი ფაქტის შემდეგ.
ილჰამ ალიევმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში საომარი მოვლენები განვითარდა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნა.
როგორც სახელმწიფო ნავთობ კომპანია ”სოკარი”-ს ვიცე პრეზიდენტმა ილჰამ ნასიროვმა Finacial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ” ჩვენ გავაგრძელებთ ნავთობის ექსპორტს რუსეთსა და ირანში, მიუხედავად იმისა აღდგება თუ არა საქართველოს გავლით ნავთობის ექსპორტი. ამის მიზეზი კავკასიაში გაზრდილი რისკია. ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად განვათავსოთ ყველა კვერცხი ერთ კალათაში, მითუმეტეს თუ ეს კალათა ძალიან სუსტია.”
ამ ფაქტზე კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედოვმა, რომელმაც აღნიშნა: ” ჩვენ ვცდილობთ მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ ყველასთან, ამავე დროს ჩვენ ხელმძღვანელობთ ჩვენი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე.”
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა მიუხედავად საერთო ეკონომიკური ინტერესისა, საქართველოში რუსეთის აგრესიის ქმედების საერთაშორისო შეფასებისას დუმილი აირჩია, განსხვავებით უკრაინისა.