სიღნაღელები წართმეული საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით 30 სექტემბერს პარლამენტის შენობის შესასვლელთან საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
როგორც ცნობილია, საკუთრების წართმევის რამდენიმე ფაქტზე, სიღნაღელების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურაში გამოძიებაც დაიწყო, თუმცა - უშედეგოდ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, დაზარალებულებმა დახმარებისთვის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გია არსენიშვილსაც მიმართეს, მაგრამ არსენიშვილმა მათ მომხდარით დაინტერესებაზე უარი განუცხადა.
|