ახალგაზრდა “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა ზაზა გაბუნიამ და ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
როგორც ზაზა გაბუნიამ განაცხადა, ლიტვის სეიმის თავმჯდომარემ ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული თანადგომა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ “საქართველოს მიმართ ლიტვის მხარდაჭერა მომავალში კიდევ უფრო ძლიერი და ეფექტური იქნება”.
”ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ღია და დაუფარავი აგრესია ხორციელდებოდა, ბალტიისპირეთის ქვეყნები და კონკრეტულად ლიტვა საქართველოს გვერდით დაუდგნენ. მათი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თავად ლიტვა საკუთარი წარსულიდან გამომდინარე, რუსეთთან უთანასწორო ბრძოლის რეალურ სიმძიმესა და ამ ბრძოლის შედეგებს კარგად აცნობიერებს”, - განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, მისივე თქმით, მას შეხვედრები ჰქონდა ლიტვის სააჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან.
ზაზა გაბუნია საქართველოში ხვალ დაბრუნდება.
|