პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მარშალის ცენტრში გამოსვლით რუსეთს საერთაშორისო იზოლაციისკენ გზა დაულოცა.
როგორც ცისკარიშვილმა განაცხადა, რაისმა რუსეთს შეგონების სახით მწყობრი და არგუმენტირებული მესიჯი გაუგზავნა, მაგრამ საეჭვოა, რომ გამარჯვების ეიფორიაში მყოფი რუსეთის ხელმძღვანელობა ვაშინგტონიდან მიღებულ რჩევას გაითვალისწინებს.
მისივე თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა პირველად გამიჯნა ერთმანეთისგან რუსეთის ხელმძღვანელობა და რუსი ხალხი და აღნიშნა, რომ რუსი ხალხის ინტერესებში არ არის რუსეთის ცივილიზებული სამყაროსგან იზოლაცია.
ცისკარიშვილის მტკიცებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის გამოსვლაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ აშშ საქართველოს კონფლიქტური რეგიონების საკითხი, ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და ვაშინგტონი თბილისს ეკონომიკის აღორძინებაში დაეხმარება.
|