რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, “ქართველ ხალხთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად რუსეთი ყველაფერს გააკეთებს”.
“ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის კეთილგონიერების და ნორმალური, ადამიანური ურთიერთობის აღსადგენად ყველა ღონეს ვიხმართ” – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა, რომლის პოზიციას სააგენტო “რია ნოვოსტი” აქვეყნებს.
მისივე თქმით, “რუსულ-ქართულ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება”.
“ამ ზღვრის გავლება აუცილებელია არა მარტო სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, არამედ ადამიანურ დონეზეც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა არსებობდა” – დასძინა მედვედევმა.
|