|
Главная » 2008 » სექტემბერი » 19 » ხელვაჩაურის რაიონში მეწყერი ჩამოწვა
ხელვაჩაურის რაიონში მეწყერი ჩამოწვა | 13:12 |
ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ლოსაურაში მეწყერის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა ჩავლეიშვილების ოჯახის ოთხი წევრი. გადარჩა მხოლოდ ოჯახის უფროსი, ბაბუა, ხოლო ერთი ქალიშვილი მძიმე ტრამვებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ოჯახის ოთხი წევრი – მამა, დედა და ორი შვილი მიწის მასის ქვეშ მოჰყვა და მათი გადარჩენა შეუძლებელი გახდა.
ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. რაც შეეხება ლოსაურაში მცხოვრებ დანარჩენ ოჯახებს, მათ მხოლოდ სახნავ-სათესი ნაკვეთები დაეტბორათ.
რთული მდგომარეობაა სოფელ ყოროლისთავსა და სამებაში, თუმცა იქ მსხვერპლი არ არის. ხელვაჩაურის რაიონში ზარალის დამთვლელი კომისია სულ მალე შეიქმნება. შემთხვევის ადგილი უკვე მოინახულეს რაიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. რაც შეეხება ბათუმს, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ბათუმის ქუჩები, ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს.
|
Просмотров: 1009 |
Добавил: admin
| Рейтинг: 0.0/0 |
|
|
|
|