ეუთომ საქართველოში დამატებით 80 დამკვირვებლის გაგზავნაზე მოლაპარაკებების შეჩერების გამო სინანული გამოთქვა.
- ”ამ საკითხზე მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან კონსენსუსის საფუძველი არ არსებობდა. თავმჯდომარეობა მონაწილე მხარეებთან ერთად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე ვენაში მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს”, - ნათქვამია ეუთოს საიტზე განთავსებულ განცხადებაში.
ამასთან, ეუთოს ფინეთის თავმჯდომარეობა სინანულით აუწყებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები საქართველოში დამატებითი სამხედრო დამკვირვებლების განთავსების შესახებ უშედეგოდ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს გუშინდელ სხდომაზე რუსეთმა საქართველოში ეუთოს დამატებით 80 დამკვირვებლის გაგზავნის შესახებ მოლაპარაკებები დაბლოკა.
|