საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში გაემგზავრა.
პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
სხდომაზე სიტყვით რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების გამოსვლა იგეგმება.
განსახილველ საკითხთა შორის საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც ფიგურირებს.
|