Главная » 2008»სექტემბერი»19 » ქართულ-რუსული ომის მონაწილე წამყვანი ჩეჩნური ბატალიონის სარდალს თავს დაესხნენ
ქართულ-რუსული ომის მონაწილე წამყვანი ჩეჩნური ბატალიონის სარდალს თავს დაესხნენ
19:58
ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ბატალიონის - ”ზაპადის” სარდალს ბესლან ელიმხანოვს თავს დაესხნენ.
შეგახსენებთ, რომ ელიმხანოვის ქვედანაყოფი საქართველოში აგვისტოში განხორციელებულ რუსულ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობდა. როგორც ”კომერსანტი” იტყობინება, ელიმხანოვი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. მისი მძღოლი დაიღუპა, მცველი კი დაიჭრა. თავდამსხმელები ინციდენტის ადგილიდან მიიმალნენ.