შაბათი, 21.12.2024, 15:30
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 19 » თბილისელი ჰაკერები ასპარეზზე გამოდიან
თბილისელი ჰაკერები ასპარეზზე გამოდიან
13:10
მობილური ტელეფონების ეპოქაში დღესდღეობით ვერავის გააკვირვებთ იმით, რომ ყოველთვის მოახერხებთ მობილურიანი ნაცნობის მიგნებას. ისიც კარგად ვიცით, რომ მრავალი კრიმინალის დაკავების საქმეში მთავარი როლი სწორედ ფიჭური კავშირგაბმულობას შეუსრულებია და ამ საკითხში სამართალდამცველები მობილური კავშირების რომელიმე კომპანიის გარეშე, ფაქტობრივად, უძლურნი არიან. სავარაუდოდ კიდევ დიდი დრო გავა, სანამ ქართული პოლიცია ისწავლის ეკონომიკური დანაშაულის ისეთ პროფესიონალებთან ბრძოლას, როგორებიც არიან ჰაკერები.

ჰაკერები ანუ ”შემტეხნი”, დღესდღეისობით ინტერპოლის №2 თავის ტკივილს წარმოადგენენ, ცნობილი ტერორისტების მიმართ განხორციელებული სამძებრო სამუშაოების შემდეგ.

საქმის დროს ”მობილური” გამორთე!
17 წლის წინ აშშ-ში კომპიუტერული კორპორაციის ”დეილ ელექტრონიკს-ის” თანამშრომელმა ჯეიმს ჰარლიმ ჩამოაყალიბა მობილურ ტელეფონებზე თვალთვალის იდეა. მისი არსი ტექნიკურად შემდეგნაირად გამოიყურება: თქვენი ჩართული მობილური ტელეფონი, მუდმივად ასხივებს ზემაღალი სიხშირეების სიგნალს. ამ სიგნალს თქვენთან ახლომდებარე მობილური კავშირების რამდენიმე რადიოანძა ერთდროულად იღებს. მათი კოორდინატების ცოდნით, ზუსტად შეიძლება დადგინდეს თქვენი ტელეფონის (და შესაბამისად მისი მფლობელის) ადგილმდებარეობა. ეს იდეა მაშინვე აიტაცეს გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა და პრაქტიკაშიც დანერგეს. მითუმეტეს, რომ ეს სისტემა იმის დადგენის საშუალებასაც იძლევა, იმყოფება თუ არა ერთი კონკრეტული მობილური ტელეფონის გვერდიგვერდ სხვა ნომრები.

ერთი სიტყვით, თქვენთვის საინტერესო პიროვნების გადაადგილების გაგების გარდა, საშუალება გეძლევათ თვალყური ადევნოს მის სხვა ადამიანურ კავშირებს და ვინაიდან ზემაღალი სიხშირეები ტყვიის 5 სანტიმეტრი სისქის ფენის გარდა, ნებისმიერ ბარიერში აღწევს, თვალთვალისგან თავდახსნის ერთადერთ საშუალებად მობილური ტელეფონის გამორთვა რჩება. ეს კი თავისთავად აკარგვინებს ფუნქციას მის მოხმარებას.

ვინაიდან ჯეიმს ჰარლის მოგონილი სისტემა საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, სატელეფონი ჰაკერები კარგად იყენებენ მის სხვადასხვა ფუნქციას. კერძოდ: დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან ურთიერთთვალთვალი, ცოლის ან ქმრის ღალატის გამოსავლენად ინფორმაციის მოპოვება და შეჯერება, სატელეფონო საუბრების მოსმენა და ა.შ. სხვანაირად რომ ვთქვათ, არა მარტო თეორიული შანსი არსებობს იმისა, რომ დავუშვათ, მობილური კავშირების კომპანიიდან დაუმსახურებლად გათავისუფლებულმა თანამშრომელმა (რომელმაც ზუსტად იცის დედაქალაქში და მთლიანად საქართველოში დამონტაჟებული რადიოანძების ზუსტი ადგილმდებარეობა) გაბრაზებულ გულზე ერთგვარი საჯაშუშო-საშუამავლო ფირმის ჩამოყალიბება მოინდომოს. მისთვის ერთი კომპიუტერი და თბილისის რუკაც საკმარისი აღმოჩნდება, რათა ზუსტად გითხრათ, რომელი უბნის რომელ ნომერ სახლში, ბარში ან საუნაში ბრძანდება თქვენთვის საინტერესო პიროვნება.

ცნობისთვის:
2003 წლის დეკემბერში ჰაკერებმა შეამტვრიეს ეროვნული ლაბორატორიის Sandia და Oak Ridge-ს პროგრამული სისტემები. ორივე ლაბორატორია აშშ-ში ბირთული შეიარაღების სფეროს ემსახურება. ხუთივე ჰაკერის ასაკი 15-დან 17 წლამდე მერყეობდა.

2004 წლის თებერვალში შვეიცარიის პოლიციამ დააკავა ჰაკერი რომელმაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამცავი სისტემა გახსნა და მის მონაწილეებზე კერძო ინფორმაცია მოიპარა. ”შემტეხს” ჩამოართვეს ბილ კლინტონის, იასირ არაფატის და ბილ გეიტსის მონაცემები და სახლის ტელეფონის ნომრები.

2005 წლის აპრილი - ისრაელის მოქალაქეებმა დაუსრულებელი ტერორის საპასუხოდ მოახერხეს პალესტინის ტერორორგანიზაციის ”ჰამასის” საიტის შეტეხვა და მის შიგნით პორნოგრაფიული ფოტოინფორმაციის ჩაწერა. მორწმუნე მუსლიმანების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ ჰაკერები დაუსჯელნი დარჩნენ.

2006 წლის ივლისში ხუმარა ჰაკერთა ჯგუფმა ჰონგ-კონგში მდებარე ბელგიის საკონსულოს საიტი მთლიანად პორნოსაიტით შეცვალა.

2007 წლის ნოემბერი - რუსი ჰაკერები ზედიზედ ათჯერ შეეცადნენ პენტაგონის უსაფრთხოების სისტემების შეტეხვას, რისთვისაც აშშ-ს ხელისუფლებისგან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური პროტესტი მიიღო.

ამა წლის წლის ივლისში, როცა დასასვენებლად მყოფი ევროპისა და ამერიკის ცნობილი მილიონერები ფუჭად ატრიალებდნენ ბანკომატებთან EuroCard-ისა და VISA-ს ბარათებს, მათ საბანკო ანგარიშებიდან თანხების გადამისამართებაზე 17 წლის მოლდოველი ლაწირაკი ზრუნავდა. იგი, მხოლოდ ორი თვის შემდეგ, პოლონეთში გადასვლის მცდელობისას შეიპყრეს.

ჩვენი ინფორმაციით, ასეთი ჰაკერები თბილისშიც არიან და კლიენტებსაც ემსახურებიან, მაგრამ თავს არიდებენ პრესასთან ურთიერთობას.

ერთი კვირის წინ, ერთ-ერთმა ქართველმა ჰაკერმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, პრესა.გე-სთან საუბარში აღიარა, რომ მას 2007 წელს საქართველოს კონკრეტული ორგანოებისაგან შეთავაზება ჰქონდა. ჰაკერს დამკვეთები საკმაოდ მაღალი ანაზღაურების ფასად მოსმენების სისტემის კურირებას სთხოვდნენ, მაგამ ქართველმა ჰაკერმა გერმანიაში დარჩენა ამჯობინა.

უნდა ვივარაუდოდთ, რომ მოსმენებზე სპეციალიზებული ჰაკერის მოძებნა იმ ”გარკვეულ ორგანოებს” არ გაუჭირდებოდათ.

 

Просмотров: 881 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz