აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, აშშ ელოდება დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზებით აღდგება.
როგორც მან გუშინ მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მოსკოვს შეუძლია მთელი თავისი ძალა გამოიყენოს მეზობლის დასასჯელად.
"მაგრამ, საქართველო გადარჩა, მისი დემოკრატია მუშაობს, ეკონომიკა აღდგება. დრო გავა და აღდგება მისი სამხედრო ძალებიც და ჩვენ ველოდებით იმ დღეს, როდესაც ტერიტრიული მთლიანობაც მშვიდობიანი გზებით აღდგება", – განაცხადა რაისმა. ისივე თქმით, რუსეთი საქართველოში შეჭრით ვერავითარ სტრატეგიულ ამოცანებს ვერ მიაღწევს.
სახელმწიფო მდივანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის არჩევანი არის თვითიზოლაციისკენ გზა.
"ამერიკამ არ უნდა მისცეს რუსეთს საშუალება, რომ თავისი აგრესიით რაღაც სარგებელი მიიღოს, არც საქართველოში და არც სხვაგან", – დასძინა კონდოლიზა რაისმა.
|