პარასკები, 29.03.2024, 09:37
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 19 » საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”მეგაფონი” 500 000 ლარით დააჯარიმა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ”მეგაფონი” 500 000 ლარით დააჯარიმა
20:08

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ”მეგაფონი” მეორედ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმის ოდენობა 500 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ ”მეგაფონს” ადმინისტრაციული სანქცია ადრე დააკისრა.    

                                                                                                                                                                             კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზაციის გარეშე კვლავ განაგრძობს მობილურ სატელეფონო მომსახურებას და სათანადო ლიცენზიის გარეშე საქართველოს რადიოსიხშირული სპექტრით უკანონოდ სარგებლობს.

 

თავდაპირველად ”მეგაფონი” ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ ქალაქ ცხინვალსა და ჯავის რაიონს ფარავდა. საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსული ინტერვენციის დროს კი კომპანიის დაფარვის არიეალი გაფართოვდა და კონფლიქტის ზონას გასცდა. კერძოდ, რუსული კომპანიის მიერ დაფარვის ზონამ მოიცვა მთლიანად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია და გასცდა მის ადმინისტრაციულ საზღვრებსაც - მოიცვა გორისა და ქარელის რაიონები.  კომპანიის მიერ საქართველოს რადიოსიხშირული სპექტრით ულიცენზიოდ სარგებლობის და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება დაფიქსირებულია 23 აგვისტოს შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში. დღეს ”მეგაფონი” აღნიშნული ქმედების გამო 500.000 ლარით დაჯარიმდა.

 

გარდა ამისა, ”მეგაფონი” ტექნიკურ პრობლემებს უქმნის საქართველოში ლიცენზირებული მობილური კომპანიების კერძოდ ”მაგთიკომისა” და ”ჯეოსელის” შეუფერხებელ მუშაობას. ფაქტობრივად რუსული კავშირგაბმულობის კომპანია ”მეგაფონმა” საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრის ეკონომიკური ანექსია განახორციელა. კომისია ასევე, ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზეც, რომ რუსული კომპანია ”მეგაფონი” საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის 7 აგვისტოდან განხორციელებული ღია და პირდაპირი რუსული ოკუპაციის დროს განხორციელებული ეკონომიკური ინტერვენცია და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა მიუთითებს მის შესაძლო ჩართვაზე რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო გეგმებში. მიგვაჩნია, რომ კერძო კომპანიის უკანონო და გაუმართლებელი მონაწილეობა პოლიტიკურ მოვლენებში სრულიად დაუშვებელი და დასაგმობია.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია ”მეგაფონი”-ს ქ. ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტორიზაციის გარეშე მობილური სატელეფონო მომსახურების განხორციელების ფაქტი და შესაბამისად, სათანადო ლიცენზიის გარეშე საქართველოს რადიოსიხშირული სპექტრით უკანონო სარგებლობა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისის თვეში დააფიქსირა, ”მეგაფონი” 2008 წლის 11 ივნისს საქართველოს სახელმწიფო ამოწურვადი რესურსის - რადიოსიხშირული სპექტრის უკანონო გამოყენებისა და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობის განხორციელების გამო 5000 ლარის ოდენობით დააჯარიმა.  კომისიამ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს გენერალურ პროკურატურასაც გადაუგზავნა.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ მიმართავს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირს, GSM ასოციაციას, ყველა ქვეყნის კომუნიკაციების დარგის მარეგულირებელ ადმინისტრაციას მიიღონ ქმედითი ზომები რუსული კომპანია ”მეგაფონის” მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებების აღსაკვეთად. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია  თავის მხრივ, აღნიშნული დარღვევის აღმოსაფხვრელად კანონით მინიჭებულ უფლებებს განახორციელებს.

Просмотров: 829 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz