ორშაბათი, 30.12.2024, 17:35
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 9 » საპარლამენტო უმრავლესობა ”მემარჯვენეებს” პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდებს
საპარლამენტო უმრავლესობა ”მემარჯვენეებს” პოზიციების გადახედვისკენ მოუწოდებს
17:59

საპარლამენტო უმრავლესობა ”მემარჯვენეებს” საკუთარი პოზიციების გადახედვისა და ქვეყნის ინტერესების სასიკეთო ქმედებების არჩევისკენ მოუწოდებს. 

როგორც უმრავლსობის წევრმა გოკა გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ”სამწუხაროა, რომ საქართველოში აღმოჩნდა ძალა, რომელიც ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და რუსულ აგრესიას, რომელიც მთელმა მსოფლიომ დაგმო, შიდა სახელისფლებო პიარად მიიჩნევს”. 

მისივე თქმით, ”ასევე სამწუხაროა, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც გლობალური პოლიტიკური პროცესების შიდა პროცესებში გადაზრდას ცდილობს და იგივე ძალა არ ჩადგა იმ ~ცოცხალ ჯაჭვში”, რომელშიც მთელი ერი იყო გაერთიანებული”.

”მთელი ეს ფაქტორები ამ პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ “სიმწიფეზე” მიუთითებს და ადასტურებს, რომ ეს ძალა პასუხისგმებლობას ვერ აცნობიერებს” - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.  

ამასთან, მან თავი შეიკავა იმის კომენტირებისგან, შესაძლებელია თუ არა, ”მემარჯვენეები” გარე ძალების მიერ იმართებოდნენ და განაცხადა, რომ ”მიუხედავად მათ მიერ გაჟღებული მოსაზრებებისა, ხელისუფლებას სურს, მისცეს ამ ძალას შანსი, საკუთარ პოზიციას ქართულ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით გადახედოს და ქვეყნის ინტერესებისთვის გაერთიანდეს”.

Просмотров: 762 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz