Главная » 2008»სექტემბერი»9 » გრიგორი ნემირია: "მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინულის გარდა, რუსული პასპორტებიც აიღეს, ერთ-ერთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება მოუწევთ"
გრიგორი ნემირია: "მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინულის გარდა, რუსული პასპორტებიც აიღეს, ერთ-ერთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება მოუწევთ"
23:10
უკრაინის მთავრობა აპირებს, გაარკვიოს, მოსახლეობის რა რაოდენობამ მიიღო რუსული პასპორტი. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა გრიგორი ნემირიამ განაცხადა. "ჩვენ ამ ვითარებას ვაკონტროლებთ და ამის თაობაზე რუსეთის შესაბამის სამსახურებში წერილობითი მოთხოვნა გავგზავნეთ", - განაცხადა ნემირიამ. მისივე თქმით, "პირებმა, რომლებსაც უკრაინულის გარდა, რუსული პასპორტები აღმოაჩნდებათ, ერთ-ერთის სასარგებლოდ არჩევანი უნდა გააკეთონ, ვინაიდან უკრაინული კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს". შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ოგრიზკომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება ყირიმის მოსახლეობას რუსულ პასპორტებს საიდუმლოდ ურიგებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეჭრის ერთ-ერთი მოტივი სწორედ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები "რუსეთის მოქალაქეების დაცვის აუცილებლობა" იყო.