Главная » 2008»სექტემბერი»9 » სოზარ სუბარი: "ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და აზრი დაპატიმრებულია"
სოზარ სუბარი: "ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და აზრი დაპატიმრებულია"
14:47
საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პროტესტს გამოთქვამს საკაბელო ტელევიზია "მაესტროსთვის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების აკრძალვასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება. "კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან ყოვლად აბსურდული საბაბით "მაესტროსთვის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების აკრძალვა და გაჭიანურებული სასამართლო პროცესი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა და აზრი დაპატიმრებულია" - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოზარ სუბარმა. მისივე განცხადებით, "საქართველოს მომავალი კეთილდღეობა მის დემოკრატიულ განვითარებაშია, სწორედ ამაზეა დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერაც". "მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნოს ტელეკომპანია "მაესტროს" ის, რაც კანონით ეკუთვნის და რაც ადამიანის უზენაესი უფლებაა" – დასძინა ომბუდსმენმა. აღნიშნულ პრესკონფერენციას "მაესტროს" ხელმძღვანელი მამუკა ღლონტიც ესწრებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ სასამართლოს იმედი არ აქვს, თუმცა საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანციის გავლას აპირებს. "თუკი ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ევროპის სასამართლოს მივმართავთ" – დასძინა ღლონტმა.