ორშაბათი, 24.02.2020, 09:08
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 9 » გრიგორი ნემირია: "მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინულის გარდა, რუსული პასპორტებიც აიღეს, ერთ-ერთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება მოუწევთ"
გრიგორი ნემირია: "მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინულის გარდა, რუსული პასპორტებიც აიღეს, ერთ-ერთის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება მოუწევთ"
23:12
უკრაინის მთავრობა აპირებს, გაარკვიოს, მოსახლეობის რა რაოდენობამ მიიღო რუსული პასპორტი. როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა გრიგორი ნემირიამ განაცხადა. "ჩვენ ამ ვითარებას ვაკონტროლებთ და ამის თაობაზე რუსეთის შესაბამის სამსახურებში წერილობითი მოთხოვნა გავგზავნეთ", - განაცხადა ნემირიამ. მისივე თქმით, "პირებმა, რომლებსაც უკრაინულის გარდა, რუსული პასპორტები აღმოაჩნდებათ, ერთ-ერთის სასარგებლოდ არჩევანი უნდა გააკეთონ, ვინაიდან უკრაინული კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას არ ითვალისწინებს". შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ოგრიზკომ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება ყირიმის მოსახლეობას რუსულ პასპორტებს საიდუმლოდ ურიგებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეჭრის ერთ-ერთი მოტივი სწორედ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები "რუსეთის მოქალაქეების დაცვის აუცილებლობა" იყო.
Просмотров: 597 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2020
Website builder - uCoz