Главная » 2008»სექტემბერი»9 » ლაშა ჟვანია: "მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთსა და ოსეთში ჯარების განლაგების თაობაზე არანაირი სამართლებრივ-პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია"
ლაშა ჟვანია: "მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთსა და ოსეთში ჯარების განლაგების თაობაზე არანაირი სამართლებრივ-პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია"
18:01
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა ჟვანიას განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებებს საერთაშორისო დონეზე არანაირი სამართლებრივ-პოლიტიკური დატვირთვა არ გააჩნია. ასე ეხმაურება ლაშა ჟვანია ლავროვის განცხადებას, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთის რეგულარული ჯარის განლაგების შესახებ შეთანხმებების გაფორმებას და "თითოეულ რესპუბლიკაში დაახლოებით 3800 სამხედროს განთავსებას" ეხება. "ლავროვი არის იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს. შესაბამისად, ლავროვის ნებისმიერი განცხადება გასულია საერთაშორისო სამართლებრივი სივრციდან. არ შეიძლება, მისი განცხადებები, რომელიც საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებს უკავშირდება, აღქმული იყოს, როგორც საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ნორმალური სუბიექტი ქვეყნის მინისტრის განცხადება" - განუცხადა "პირველს" ლაშა ჟვანიამ.