პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ”აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიმართ ზეწოლის შესუსტებაა მოსალოდნელი”.
ასეთ დასკვნას აკეთებს პოლიტოლოგი აშშ-ის თავდაცვის მდივნის რობერტ გეიტსის განცხადების კომენტირებისას იმის შესახებ, რომ ”აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივ მოქმედებას, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს არაფექტურად მიიჩნევს”.
- ”მსგავსი განცხადებები აშშ-ში ადრეც გაკეთებულა, რაც იმის მანიშნებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება აშშ-ის მთავარი მიზანი არ არის”.
- ”ვფიქრობ, ნათელია, რომ აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის შესუსტებას უნდა ველოდოთ. დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ცალსახაა, თუმცა სანქციებზე ორიენტაცია აღებული არ იქნება და გამოსავლის ძიებას სხვა გზებით შეეცდებიან”, - განუცხადა ”პირველს” საყვარელიძემ.
შეგახსნებთ, რომ რობერტ გეიტსის განცხადებით, ”აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივ მოქმედებებს, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს არაეფექტურად მიიჩნევს”.
როგორც გეიტსმა გაზეთ ”ნიუ იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ”ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მიაღწიეს შეთანხმებას ხანგრძლივი სტრატეგიული მიდგომის შესახებ, რომლის თანახმად, აუცილებელია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ევროპასთან და დასავლეთს აქვს დრო, კარგად მოიფიქროს საპასუხო ქმედებები, აშშ-ის მხრიდან ნაჩქარევი ცალმხრივი გადაწყვეტილებები კი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით შესაძლოა, თავად აშშ-სთვის იზოლაციით დასრულდეს”.
|