პარასკები, 26.04.2024, 10:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 9 » ომიდან ნაციონალურ არჩევნებში
ომიდან ნაციონალურ არჩევნებში
14:45
არჩევნები იქნება აჭარაში, ვაკესა და დიდუბეში. არჩევნებზე იქნებიან ნაცები, ჯონდი, ინგა და სხვები. არ იქნებიან ისინი, ვინც ამ წუთში არსადაც არ არიან. და რა მნიშვნელობა აქვს ასეთი არჩევნები საერთოდ იქნება თუ არ იქნება?

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტის შუალედური არჩევნები დანიშნა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და N2 ვაკისა და N8 დიდუბის საარჩევნო ოლქებშიპარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

როგორც ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,აჭარისა და შუალედრი არჩევნები 2008 წლის 4 ოქტომბრისთვის უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოში საომარი სიტუაციის გამო, ამ პროცემა ერთი თვით გადაიწია. აჭარაში სრულიად ახალი დეპუტატები უნდა აირჩიონ, ხოლო ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში დავით გამყრელიძისა და დავით საგანელიძის ადგილმონაცვლეები გამოვლინდება.

როგორც მოსალოდნელი იყო პარლამენტზე შემომწყრალი პარტიებიარც ამჯერად გატეხენ ფიცს და არჩევნებეში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამ განაცხადების გაკეთებას ლეიბორისტებს აბა ვინ დაასწრებდა.

მათმა ყოჩმა შალვა ნათელაშვილმა განცხადება დილაადრიან გააკეთა და აღნიშნა, რომ ვიდრე ქვეყანას პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი ეყოლება, საქართველოს თავისუფალი არჩევნები “ვერ ეღირსება”.

- “ჩვენ არანაირ არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვაპირებთ, ვიდრე საქართველოს ეს ხელისუფლება და პრეზიდენტი ეყოლება”, - ბეჭდით დაამოწმა ლეიბორისტების ლიდერმა.

ლეიბორისტების მსგავსად მძიმე გზას დაადგა რესპუბლიკური პარტიაც. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაში შეუძლებელია სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოება, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

- “არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა წამოწევისგან რესპუბლიკური პარტია თავს იკავებს რუსეთის ჯერ კიდევ მიმდინარე შეიარაღებული აგრესიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დღემდე მიუღებელი გადაწყვეტილებების გამო. ამ ძირითადი თემების გარეშე კი, სრულფასოვანი საარჩევნო პოლიტიკური დებატების წარმოება შეუძლებელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად ხელისუფლება არაფერს ერიდება ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ პროვოცირებულ სამხედრო ავანტიურაში ჩაბმის ტრაგიკული შედეგების გამარჯვებად წარმოსაჩენად. ამ მიზნით მმართველი პარტიის სრულ კონტროლს არის დაქვემდებარებული ყველა ნაციონალური ტელეარხი და აჭარის ტელევიზია”, - აღნიშნულია რესპუბლიკელების განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, დემოკრატიული მსოფლიო საქართველოსთან დაკავშირებით გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით არის დაკავებული, ამიტომ მოსალოდნელია ქვეყანაში სადამკვირვებლო მისიების არასრულფასოვანი მუშაობა

. - “აჭარის საარჩევნო კანონში შეგნებულად ჩაიდო მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საკუთარი ინტერესების შესაბამისად გაანაწილოს მანდატები: ჩადენილია სისხლის სამართლის დანაშაული აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ტექსტის განსხვავებული რედაქციით გამოქვეყნებისას; არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ საკრებულოების მოქმედ წევრებს; ყველა დონის კომისიებში გადამწყვეტი უმრავლესობა ეკუთვნის მმართველ პარტიას და ა.შ.” - ნათქვამია განცხადებაში.

სამაგიეროდ, დედა სამშობლოს გასაჭირში არ მიატოვებს ჯონდი ბაღათურია. მათი პარტია ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აჭარის საპარლამენტო არჩევნებში და ასევე დიდუბისა და ვაკის მაჟორიტარულ ოლქების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

“ქართული დასის” ლიდერს მიაჩია, რომ 3 ნოემბრის აჭარის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციური პარტიები ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას შეძლებენ.

პარტია “ქართული დასის” აჭარის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოპოზიციური სახელისუფლებო ალტერნატივის შექმნას გეგმავს. შეიძება ითქვას, რომ ამ კაცის ოპტიმიზმი გაგაგიჟებს.

ცნობილი ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია კი შეიძლება პარლამენტში აღმოჩნდეს და იქ გააგრძელოს თავისი საქმიანობა. თუმცა, ამჟამად პარტია ქრისტიან-დემოკრატების სახელით ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

- “ახლა ვიმყოფები გონიოში და ასეთ საკითხზე პლაჟიდან კომენტარის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია”, - განუცხადა სააგენტო “პირველს” ინგა გრიგოლიამ.

ვაგლახ, რომ ინგა ჯონდის მსგავსად არ აქტიურობს მაშინ, როცა ქვეყანას უჭირს. თავად ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში ინგა გრიგოლიას კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.

- “ინგა ჩემი მეგობარია. იგი იზიარებს ქრისტიან-დემოკრატების იდეებს, მაგრამ მისი გადაწყვეტილების შესახებ მე ვერ ვისაუბრებ. ინფორმაციას გრიგოლიას დეპუტატობის შესაძლო კანდიდატობასთან დაკავშირებით არც ვადასტურებ და არც უარვყოფ”, - განაცხადა თარგამაძემ და ამით პრაქტიკულად დაადასტურა ყოფილი კოლეგებს სურვილი კვლავ კოლეგებად იქცნენ.

სანამ ცენტრში საარჩევნო საკითხებს გარჩევა მიდის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ბოლო დროს მორყეული სკამის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებითაა დაკავებული. ჰოდა, საკმაოდ წარმატებულადაც. მან ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ქაჯაია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, სადაც დღე-დღეზე საკუთარ კადრს მიავლენს.

ხუთშაბათს, ფრაქციის რიგგარეშე სხდომაზე ვარშალომიძემ საოცრად ბანალური განცხადება გაავრცელა, რომ ბადრი ქაჯაიამ მაგისტრატურაში სწავლა უნდა გააგრძელოს.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არჩევითი კადრია. ბადრი ქაჯაიას, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ ოთხი წლის ვადით სწორედ საკრებულოს წევრებმა აირჩიეს და მხოლოდ ორი წელია, რაც თანამდებობაზე მუშაობს.

ამ თანამდებობას უახლოეს მომავალში საკრებულოს წევრი, ტრავმატოლოგი და ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გია დიასამიძე დაიკავებს, რომელსაც ვარშალომიძე თავად დანიშნავს.

Просмотров: 833 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz