ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის შოთა მალაშხიას განცხადებით, "ჯინი, რომელიც რუსეთმა საქართველოში სეპარატიზმის სახით გამოუშვა, საკუთარ ქვეყანაში აუცილებლად მიუბრუნდება". ეს განცხადება მალაშხიამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. "დღეს რუსეთის ფედერაციის ფარგლებში მცხოვრები ის ხალხები, რომლებიც მართლა ღირსნი არიან თავისუფლების, თავისუფლებას აუცილებლად მიიღებენ და თავისუფლებისაკენ მიმავალ გზას საქართველოსთან ერთად გაივლიან"- განაცხადა შოთა მალაშხიამ.